in

Black Mirror-ის მორიგი სიუჟეტი მარკეტინგში — AI ნამდვილი მსახიობის ნაცვლად

დროა, ხელოვნური ინტელექტის გენერატორები მეტად დააფასოს საზოგადოებამ, რადგან ბრენდები სულ უფრო აქტიურად იყენებენ მათ. ამჯერად Jen AI გამოჩნდა — ჯენიფერ ლოპესის ვირტუალური ვერსია, რომელიც Virgin Voyages-ის უახლეს კამპანიაში მონაწილეობს.

BOG

ეს Black Mirror-ის სიუჟეტს მოგვაგონებს, სადაც ნამდვილი მსახიობის ადგილზე ყოფნა სულაც არ არის საჭირო — ციფრულადაც ჩვეულებრივ შეძლებენ მისთვის როლის მორგებას. შესაძლოა, მოცემულ მომენტში ჯენიფერ ლოპესს არ ეცალოს, მაგრამ მაინც ხელმისაწვდომი იქნება მარკეტერებისთვის და რეჟისორებისთვის, რათა კამპანიის მთავარ გმირად გამოიყენონ.

საკრუიზო სერვისის იუმორისტულ რეკლამაში, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო VMLY&R-მა იმუშავა, პირველივე წამებიდან ჩნდება ლოპესი. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ვირტუალური შეფერხება იჩენს თავს — უცბად ნათელი ხდება, რომ ვარსკვლავს სრულიად სხვა პიროვნება განასახიერებს, კაცი, სახელად კაილი.

რეალურად, გარდა სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტის „განსხეულებისა“, ეს უკვე მიმდინარე მოვლენებზეც მიანიშნებს: ციფრულ სამყაროში ნამდვილად აღარ ვართ დარწმუნებული, რამდენად ავთენტურია თუნდაც ცნობილი ადამიანების მოწოდებები.

Young Lions 2023-ის შორთლისთი და რჩევები სამომავლოდ! – ქართველი გუნდები გამოცდილებას გვიზიარებენ!

როგორ უნდა ისაუბროთ თქვენს რეზიუმეში არსებულ უმუშევრობის პერიოდზე?