in

ჯერ არავის უსაუბრია “არაფერზე” – Volkswagen–ის ორიგინალური რგოლი

BOG
BOG

სარეკლამო სფეროში ალბათ აღარ დარჩა თემა და სათქმელი, რომელიც ერთხელ მაინც არ გვაქვს გაგონილი. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფორმით ვიღებთ აქამდე მოსმენილ ინფორმაციას, მაგრამ მაინც, თითქმის ყველაფერი ნათქვამია. Volkswagen–მა გადაწყვიტა მაქსიმალურად ორიგინალური ყოფილიყო და თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში არაფერზე გაამახვილა ყურადღება. ერთი შეხედვით მართლაც უცნაურია, როგორ, “არაფერზე”?!

 

https://www.youtube.com/watch?v=FuvW7xg42iE

უცნაურია, თუ მიმზიდველი, ავტომობილების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი ბრენდი ხმამაღლა აცხადებს, რომ ხშირად არაფერიც ძალიან კარგი და სასარგებლოა. თავისი მოსაზრების გასამყარებლად კი ბევრ სხვა არგუმენტირებულ მაგალითთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოჰყავს: წარმოიდგინეთ, რა არაჩვეულებრივი მომენტია, როდესაც ავტომობილის მართვისას, ფიქრებში წასულს, სხვა მანქანასთან შეჯახებისგან Volkswagen–ის სასწაულებრივი ავტომუხრუჭის სისტემა გიხსნით და არაფერი მოხდება, ყველაფერი, მშვიდობიანად დასრულდება. სწორედ, ასეთ “არაფერზეა” საუბარი ბრენდის რგოლში, რომელზეც სააგენტო DDB Paris–მა იმუშავა.

Paipia – მარიხუანას მოსაწევი ჩიბუხები და ბიზნეს პროტესტი ნარკოპოლიტიკას

სრული სიგიჟე! 24 გიჟური აქტივობა 48 საათში! Etihad Airways-ის ექსტრემალური ექსპერიმენტი