in

როგორ დაეხმარა ჯარისკაცებს მეორე მსოფლიო ომის მოგებაში Jerrycan-ის დიზაინი?

გასული საუკუნის პირველ ნახევარში, გერმანიაში შექმნილი სითხის კონტეინერი – Jerrycan, მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა. მისი მოსახერხებელმა დიზაინმა და მილიტარისტულ მიზნებზე გათვლილმა დეტალებმა, სხვადასხვა ქვეყნის არმიას საომარი მოქმედებების უფრო მარტივი და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობა მისცა. აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის თქმით, Jerrycan-ის გამოყენებით, კონტინენტურ ევროპაზე გადასმულმა ამერიკულმა დესანტმა გერმანულ ბლიცკრიგზე სწრაფად გადაადგილება შეძლო.

BOG
BOG

Jerrycan არის მყარი კონტეინერი, რომელიც დაპრესილი ფოლადისგანაა დამზადებული და ძირითადად, ბენზინის გადასატანად გამოიყენება. მისი დიზაინი მოსახერხებელს ხდის კონტეინერების კომპაქტურ დაწყობას -მოთავსება მარტივია სატრანსპორტო საშუალების, როგორც გარე, ისე შიდა ნაწილებში. Jerrycan-ს თერმული კონტროლისთვის  აქვს ჩაღრმავებები და გამონაზარდები, რაც სითხეს ამინდის ექსტრემალური ცვლილებებისგან იცავს. გარდა ამისა, ჭურჭლის მომრგვალებული კუთხეები ამცირებს თავად Jerrycan-ისა და მის ირგვლივ მდებარე ნივთების დაზიანებას. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სახელურია, რომლის მეშვეობითაც ორ ადამიანს ერთობლივად სამი კონტეინერის გადაზიდვა  შეუძლია.

„საიდუმლო იარაღის“ – Jerrycan-ის გამორჩეულ თვისებებზე, უფრო დაწვრილებით კალუმ რასეი 30-წუთიან ვიდეოში გვიყვება.

NFT კოლექციონერებისთვის გაცნობის აპლიკაცია შეიქმნა

XIX საუკუნის ფინანსისტი, რომელმაც J.P. Morgan შექმნა