in ,

“ჩურჩულები” – ჯესიკა ალბა და მისი შინაგანი ხმა Zico-ს ახალ რეკლამაში

თუ კარგი მსახიობობა, დედობა და თან Forbes-ის გარეკანზე მოხვედრა გადაწყვიტეთ, არ არის საჭირო ყველას აზრი გაითვალისწინოთ. Zico-ს ახალ რეკლამაში ამერიკელი მსახიობი, მოდელი და CEO ჯესიკა ალბა წარმატებისკენ მიმავალ გზას იხსენებს. მისი თქმით, მთავარია საკუთარ შინაგან ხმას მოუსმინო, რომელიც ყველაზე თამამ ნაბიჯებს გადგმევინებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=YEvL9kCTcTw

 

მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი პროდუქტის რებრენდინგი გააკეთა, Zico 100%-ით ერთადერთ ინგრედიენტისგან, ქოქოსის წყლისგან შედგება. ახალი შეფუთვაც მისი შიგთავსის ამსახველია. სწორედ აქედან გამომდინარეობს კამპანიის მთავარი გზავნილი – “What’s inside is everything” , ანუ მთავარია ის, რაც შიგნით არის.

სააგენტო Possible-ის ერთწუთიან ვიდეორგოლში “Whispers” ალბა იხსენებს, თუ როგორ ეპარებოდათ მასში ეჭვი წარმატებიკენ მიმავალ გზაზე.

დროა, ქალაქი მოქალაქეებს დაუბრუნდეთ! – VW-ის კამპანია Volksparking

რა საიდუმლოს ინახავს ოქროს კარიბჭის ფოტო, რომელიც 53 მლრდ პიქსელისგან შედგება?!