30
Jul
2019

„ბლექ სი არენაზე“, Jessie J-ს კონცერტისთვის, დამატებითი მატარებლები დაინიშნა

30 Jul 2019

ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული ბრიტანელი Jessie J საქართველოში ჩამოდის – მომღერალი, 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ბათუმის მიმართულებით, დამატებითი მატარებლები დაინიშნა.

„მათ, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს კონცერტზე დასწრება, დამატებით კომფორტს შეუქმნიან „საქართველოს რკინიგზა“ და „ბლექ სი არენა“. 6 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, დამატებითი მატარებლები იმოძრავებს, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს“.

მატარებლების განრიგი:

06/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

„ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი – ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი – თბილისს  Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერება ექნება“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის  მობილური აპლიკაციით. ასევე, იყიდება ვებგვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

[R]

განხილვა