in

Jetour-მა ავტომოყვარულებისთვის სათიბეში სპეციალური ღონისძიება გამართა და ახალი G700 წარადგინა

28 ივნისის მზიან დილას, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შოურუმიდან Jetour-ის ავტომობილების კოლონა დაიძრა. ასე შეკრიბა E-Motors Georgia-მ მომხმარებლები, მედია და ინფლუენსერები სათიბეს სივრცეში. შეხვედრის მთავარი იდეა მეგობრობის, ოჯახისა და მოგზაურობის გარშემო ადამიანების გაერთიანება აღმოჩნდა. ღონისძიებაზე საქართველოში პირველად წარადგინეს ახალი პრემიუმ კლასის SUV – JETOUR G700.

ღონისძიება JETOUR CLUB Community-ის ფარგლებში ჩატარდა. ეს კომუნა ავტომობილის მფლობელებსა და ბრენდის მეგობრებს საერთო გამოცდილების, მოგზაურობებისა და აქტივობების გარშემო აერთიანებს. ბრენდის ხედვა მომხმარებლებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ეფუძნება.

„ეს იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, თუმცა ამდენი ადამიანის დამეგობრება ჩვენს ბრენდთან დროს მოითხოვდა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბრენდი უკვე საკმაოდ ბევრ მომხმარებელს აერთიანებს, მივხვდით რომ დადგა დრო ამ იდეის განხორიციელების,“ამბობს E-Motors Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ირინა დარჩია.

მომხმარებლებთან კავშირი ავტომობილის გაყიდვის შემდეგაც გრძელდება, რაც თავიდანვე ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი იყო.

ირინა დარჩია: „როდესაც ამ ბიზნესს ვიწყებდით, სულ წარმოგვედგინა რომ ჩვენი მომხმარებლები ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იქნებოდნენ. ამისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას არც ავტომანქანის გაყიდვამდე და არც გაყიდვის შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ შედგა ეს დღეც და ჩვენი დიდი მონდომებით კიდევ ბევრ ლამაზ დღეს ვაჩუქებთ ჩვენს მომხმარებლებს.“

შოურუმიდან დაძრული ავტოკოლონის გზა სათიბემდე ორგანიზებულად წარიმართა. მონაწილეებმა თავად მიიღეს აქტიური მონაწილეობა დღის შექმნაში.

ირინა დარჩია: „რეალობა ზუსტად ჩანაფიქრის იდენტური აღმოჩნდა. ჯეტურის მომხმარებლები ძალიან დიდი მონდომებით და შემართებით ჩაერთნენ ჩვენი დღის შექმნაში. შესაბამისად საკმაოდ ორგანიზებული იყო გზა შოურუმიდან სათიბემდე.“

სათიბეში სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობა მოეწყო. დღის განმავლობაში გაიმართა შეფ-მზარეულის ლაივ შოუ, სპორტული და გასართობი პროგრამა. ასევე, შეკრებილებმა ერთმანეთს საკუთარი საავტომობილო თავგადასავლები გაუზიარეს.

ირინა დარჩია: „ღონისძიების დაგეგმვის დროს ვეცადეთ განსაკუთრებულად გამორჩეული გარემო შეგვექმნა ჩვენი სტუმრებისთვის. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვიზრუნეთ ვყოფილიყავით გამორჩეულები, როგორც ტექნოლოგიურ ინოვაციებით ასევე გასტრონომიული კუთხითაც. ღონისძიებაზე შეხვდებოდით სხვადასხვა აქტივობებს მთელი ოჯახისათვის.“

ღონისძიების მთავარი სიახლე ახალი JETOUR G700-ის ჩვენება იყო. ეს პრემიუმ SUV აღჭურვილია Plug-in Hybrid სისტემით, რომელიც 2.0TD ძრავასა და ორმაგ ელექტროძრავას აერთიანებს. მოდელის სიმძლავრე 904 ცხენის ძალას შეადგენს და ის 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4.6 წამში ავითარებს. ავტომობილი ორი კონფიგურაციით იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, Flagship და Comfort.

ავტომობილის ინტერიერში ალკანტარას სალონი და ციფრული ტექნოლოგიებია გამოყენებული. მოდელს აქვს 2+2+2 და 2+3 ადგილიანი კონფიგურაცია, სავარძლების გათბობა-გაგრილება, მასაჟის ფუნქცია და ჩაშენებული არომატიზაციის სისტემა.

ირინა დარჩია: „JETOUR G700 გამორჩეული არის პირველ რიგში აგრესიული ვიზუალით, უგზოობის შესაძლებლობებით, მაგრამ დამატებით ის გამოიჩევა არასტანდარტული სიმძლავრით და განსაკუთრებული კომფორტით.“

სიმძლავრისა და დახვეწილი დიზაინის კომბინაცია მოდელს სხვადასხვა პირობებში გადაადგილებისთვის პრაქტიკულს ხდის.

ირინა დარჩია: „ამ მოდელის პრემიუმ კლასის ინტერერის დიზაინისა და 904 ცხენის ძალის სიმძლავრის გაერთიანება ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას ნებისმიერ პირობებში გადაადგილების დროს. რადგან, იგი თანაბრად კომფორტულია გრძელ გზაზე საოჯახო მოგზაურობისა და გზის რთულ რელიეფზე გადაადგილების დროს.“

ამ ეტაპზე JETOUR G700-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება და ტესტ-დრაივზე ჩაწერა უკვე დაწყებულია. მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს 11 ივლისამდე შეუკვეთავენ, სპეციალურ ფასს მიიღებენ. ფასი 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი იქნება ლარში, ნაცვლად 57 000 დოლარისა. ამასთან, მათ საჩუქრად ერთწლიანი დაზღვევა გადაეცემათ.

გარდა ფასისა, მნიშვნელოვანია გაყიდვის შემდგომი მომსახურება. E-Motors Georgia ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც მომხმარებლისთვის ქარხნულ გარანტიასა და გადამზადებული თანამშრომლების სერვისს გულისხმობს.

JETOUR CLUB Community აგრძელებს განვითარებას და ადამიანებს საერთო ინტერესებისა და ახალი აღმოჩენების სურვილის გარშემო აერთიანებს.

[R]

როგორ ადაპტირდება Netflix სოციალურ პლატფორმებთან კონკურენციის პირობებში

თინეიჯერები ქობულეთიდან, რომლებმაც ანიმაციური სერიალი “The Walter’s Secret” შექმნეს