in

ქუჩაში ფრენა სიარულის ნაცვლად? ინდივიდუალური საფრენი მოწყობილობა JetPack წარმატებით გამოცადეს

M2

ამერიკულმა კომპანიამ Jetpack Aviation (JPA), თავისი პროდუქტი – ინდივიდუალური საფრენი მოწყობილობა JetPack გამოცადა და ორი პილოტი გვერდიგვერდ საფრენად პირველად გაუშვა. ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ორი პილოტი, გვერდიგვერდ ფრენისას, ხელს არ უშლის ერთმანეთს. კომპანიის შემდეგი ნაბიჯი 2019 წლისთვის, უფრო მეტი მოწყობილობის დამზადება და ინდივიდუალურ მფრინავთა შეჯიბრებებისთვის მოხალისეთა მიწვევაა. შეჯიბრებები, უსაფრთხოებისთვის წყლის ზემოთ ჩატარდება. მანამ, სანამ „ჯეტპეკი“ მთელი მსოფლიოსთვის გახდება ხელმისაწვდომი, უსაფრთხოებისთვის, უნდა გამოიცადოს მოწყობილობის ყველა პარამეტრი. ამის შემდეგ კი, შესაძლოა ინდივიდუალურმა საფრენმა აღჭურვილობამ, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიდან, ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოინაცვლოს. 

მოწყობილობა ძრავის, ერთგვარი ტურბინის დახმარებით გვაძლევს ფრენის საშუალებას. აღჭურვილობის მეშვეობით 320 კილომეტრ საათში სიჩქარის განვითარება შეგვიძლია, ასევე, 5.5 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა. თუმცა, „ჯეტპეკის“ ეს შესაძლებლობები, ჯერჯერობით, სრულად არავის გამოუყენებია.

ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დაასახელეს

ყველაზე პოპულარული იუთუბერი დემნა გვასალიას მაისურით – „უფალო შეგვიწყალენ“