in

,,ჯიბე’’ Cash&Carry – საბითუმო -საცალო სავაჭრო ცენტრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში

,,ჯიბე’’ Cash&Carry სავაჭრო ცენტრია, სადაც სხვადასხვა პროდუქტების ბითუმად შეძენაა შესაძლებელი. სურსათის, სასმელის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკური და ბავშვთა მოვლის საშუალებების და ჰიგიენური საგნების ყიდვა როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ, (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ) პირებს შეუძლიათ.

7076_529666983736499_601090901_n

ცენტრს სულ 7 ფილიალი, თბილისში, მარნეულში, ზუგდიდსა და ქუთაისში აქვს. ”კომპანიის შექმნა ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანია საბითუმო ბაზრის სისტემური ლეგალიზება და ვაჭრობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება. ყველა სახის პროდუქტი გვაქვს. იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრედები”,- ამბობს ცენტრის თბილისის ფილიალის დირექტორი გიორგი ხაბელაშვილი.

,,ჯიბე’’ Cash&Carry საქართველოში 2011 წლიდან არსებობს. საბითუმო-საცალო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული ვაჭრობის ფორმაა, რომლის დროსაც პროდუქციის რეალიზაცია ხდება პირდაპირ საწყობიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით და ბუღალტრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცემის გზით.

ორწლიანი არსებობის მიუხედავად, ცენტრს ნაკლებად იცნობენ. გიორგი ხაბელაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის კომპანია, რომელიც მარკეტინგულად დიდ ხარჯებს ”აიტანს”. ამიტომ, ინფორმაციას ნელ-ნელა, მათ შორის სოციალურ ქსელში, გრძელვადიანი გეგმით ავრცელებენ.

საბითუმო ვაჭრობის ბიზნესში კონკურენცია დიდია. სხვადასხვა ქსელები ან თუნდაც, მცირე ობიექტები თბილისსა თუ სხვა ქალაქებშიც არსებობს. ,,ჯიბე’’Cash&Carry -ის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი მთავარი უპირატესობა ფასია.

”გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ ნორმალურ სერვისს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ერთ სივრცეში. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა საბუთისა და ხელშეკრულების გაცემა ხდება ადგილზე, პროდუქციის შეძენის მომენტში”,- ამბობს გიორგი ხაბელაშვილი.

სამომავლო გეგმებზე ნაკლებად საუბრობენ, ამბობენ, რომ იდეის დონეზე გაფართოება აქვთ გეგმაში. თუმცა, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ აქვთ და ბაზარზე მოთხოვნის ზრდაზე არიან დამოკიდებული.

მოულოდნელი გასაუბრება

შეხვდით! – GPI-ის ახალი თიზერი