12
Dec
2018

ჯიბის კომპაქტური საფერფლეები – თამბაქოს მოხმარების იაპონური კულტურა საქართველოში

12 Dec 2018

Startauperi
Startauperi


იურისტმა, გიორგი ახობაძემ და მისმა ბიძაშვილმა, რომელიც ცხოვრების ნაწილს იაპონიაში ატარებს, სპონტანურად გადაწყვიტეს, თამბაქოს მოხმარების იაპონური კულტურის ნაწილი –ჯიბის კომპაქტური საფერფლეები საქართველოშიც დაენერგათ. საფერფლეებს, კონტექსტის შესაბამისი წარწერები და გამოსახულებები დააბეჭდეს და მათი რეალიზება, მთელი საქართველოს მასშტაბით, ლოტოს ჯიხურებში, 5 ლარად დაიწყეს.

მოგეხსენებათ, ყოველდღიურად, ძალიან ნაგვიანდება ჩვენი ქალაქი მანქანიდან გადმოგდებული, თუ ფეხით მოსიარულეთა მიერ, ურნამდე დაგდებული ნამწვებით, რაც თავისთავადმ დიდ პრობლემას ქმნის. დროა, ჩვენთანაც დაინერგოს მოწევის კულტურა, – კომპანიის დირექტორიგიორგი ახობაძე.

საფერფლე დერმატინისგან არის დამზადებული, შიგნით კი, ფოლგა აქვს ჩაფენილი. რბილია და როგორც ავტორები ამბობენ, მისი ჯიბეში არსებობა, არც იგრძნობა. ორმაგად იკეცება, რაც ფერფლის ან სუნის გამოსვლას გამორიცხავს.

იაპონიაში საფერფლეს ერთჯერადად იყენებენ. ისე, ერთ კოლოფ სიგარეტს რომ ეყოფა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფოლგის გადმოპირქვავება და გამორეცხვა შესაძლებელია, ასევე, დერმატინიც, სისველეს დიდხანს არ ინარჩუნებს, ჯიბის საფერფლეები, ასევე, მრავალჯერადად გამოიყენება. M: გიორგი, რა არის თქვენი მიზანი?
ჩვენს სოციალურ ქსელში გამოჩენას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს ძალიან მოეწონა, ზოგმა კი დაგვიწერა, „აქეთ გვდიონ საფერფლეებითო“. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება შევცვალოთ. გვჯერა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წამოწყება, ქართველებისთვის ჩვევად იქცევა.

განხილვა