in

„იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ გავჩერდით…“ – „ჯიგრების“ #შეცდომები

„ვარდისფერი’’ სათვალის მოხსნა და რეალურ ცხოვრებაში გადმორთვა

Startauperi
Startauperi

ინტერიერისა და ექსტერიერის მოხატვის „ჯიგრული“ სერვისი ქართულ ბაზარზე ორიოდე წლის წინ გამოჩნდა. რამდენიმე მეგობარმა კომპანია შიშველი ხელებით, როგორც თავად ჰყვებიან, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე დაიწყეს და არც ჰქონიათ მოლოდინი, რომ ბიზნესი დიდი შემოსავლის წყარო მოკლე ვადაშივე გახდებოდა. საქმეს ენთუზიაზმით შეუდგნენ და 2019 წლიდან დღემდე, საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში დატოვეს საკუთარი ხელწერა. საქმეს დაბრკოლებების გარეშე არ ჩაუვლია და დღეს, „ჯიგრების“ თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ბაძაღუა „ჯიგრულ“ #შეცდომებზე გვესაუბრება:

„პირველი მომხმარებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა იდეისთვის, საქმიანობისთვის, ბიზნესისთვის. ეს არის ვალიდაცია, „ვარდისფერი’’ სათვალის მოხსნა და რეალურ ცხოვრებაში გადმორთვა, მთელი თავისი გარემოებებით, ქარტეხილებით თუ გამარჯვებებით. ვიწრო სეგმენტის შერჩევა! ძალიან კონკრეტულები და ზუსტები უნდა ვიყოთ, როცა იდეიდან პირველ მომხმარებლამდე გვინდა მივიდეთ.“

დასაწყისში…

თავდაპირველად, წარმოგვედგინა, რომ დამკვეთები იქნებოდნენ კერძო პირები, რომლებსაც სურთ საძინებლის, მისაღების ან ზოგადად ინტერიერის მოხატვა. პირველ სარეკლამო პოსტს ფეისბუქზე 445 გამოხმაურება მოყვა, დაახლოებით 2 კვირის მანძილზე გაგრძელდა პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია.

ინტერესდებოდნენ ფასით, პირობებით, მაგრამ შეკვეთა არ გაფორმებულა. მივხვდით, რომ სურვილი იყო დიდი ჩვენი სერვისით სარგებლობის, თუმცა საბოლოოდ, არ უღირდათ თანხის გადახდა, სახლის პირობებში. შევცდით! და ამ შეცდომაში, დროსთან ერთად, ფინანსებიც დავხაჯეთ.

შემდეგი აქტივობები კონკრეტულად ბიზნეს სექტორისკენ მივმართეთ და პირველი შეკვეთაც გავაფორმეთ. პირველ დამკვეთთან დღემდე გვაქვს ურთიერთობა და უკვე მესამე წელია სხვადასხვა ობიექტებზე ვულამაზებთ სივრცეს.

წამგებიანი გარიგებები 

ჩემთვის „ჯიგრები’’ იყო პირველი ბიზნეს საქმიანობა, რომელმაც გაამართლა და გავიდა შემოსავლებზე. მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა, თითოეულ გადაწყვეტილებას ახლავს რისკი, არცერთი მათგანი არ არის დაზღვეული. იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ გავჩერდით. ეს იყო საკუთარი თავის გაუცნობიერებლობის გამოძახილი.

ამბავი დაიწყო იმით, რომ დავთანხმდით მომხმარებილის მიერ შემოთავაზებულ არასახარბიელო პირობებს. თუმცა როგორც სტარტაპმა ჩავთვალეთ რომ გამოცდილებად ღირდა. საქმიანობა 8 თვის დაწყებული გვქონდა, ამ ხნის მანძილზე რამდენიმე შეკვეთა შევასრულეთ წარმატებით. ამ დროს გამოჩნდა სოლიდური კომპანია, რომელსაც მთელ საქართველოში იცნობენ და გვთხოვა სამუშაოს შესრულება დაბალ ფასად, სანაცვლოდ კი ,,გაპიარება’’ და საიმიჯო აქტივობები შეგვპირდა. ჩავთვალე რომ უნდა გამერისკა. ავიღეთ შეკვეთა და დავიწყეთ მუშაობა. დამკვეთმა სათანადოდ არ იზრუნა ჩვენ გაშუქებაზე და საიმიჯო აქტივობებზე, რაზეც მე არ მქონდა კატეგორიული ტონი, რომ გამოსწორებულიყო სიტუაცია. ამ პროექტის მსვლელობისას მხატვრების გუნდში გაჩნდა უკმაყოფილება და ნიჰილიზმი. მათ გაუჩნდათ ეჭვები. და ფაქტობრივად დაიშლა გუნდი.

თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა (ანზორ ბერიაშვილი), რომელიც დღეს, „ჯიგრების“ მთავარი მხატვარია უბრალოდ მოიწერა ფრაზა: ხომ არ გავაგრძელოთ? ეს იყო დაფიქრების, გაბედულების ბიძგი და ფაქტობრივად, რეინკარნაცია განვიცადეთ. უკვე გამოცდილები, თვითგამორკვეულები, მოქნილები. კმაყოფილი მომხმარებლის ხანაც აქედან დაიწყო და მოდის დღემდე. ჩვენ ახლა უკვე სოლიდური ორგანიზაციები გვაძლევენ დიდი შეკვეთებს, რომლებიც მრავალწახგაგოვან კომპეტენციას მოითხოვს. ამას კი, თავს თავისუფლად ვართმევთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საიმონ სინეკი Shell-ის გუნდზე – რა შეუძლია Leo Institute-ის ერთწლიან ლიდერშიფის პროგრამას

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო