15
May
2019

Burberry-ის ახალი სახე ჯიჯი ჰადიდი გახდა

15 May 2019

Burberry-ის ახალი კოლექციის სახე ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი გახდა. უკვე გაიმართა პირველი ფოტოსესიაც, რომელზეც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ნიკ ნაითმა იმუშავა.

 

ბრენდის ახალი კოლექციისთვის – Burberry Monogram – ჯიჯი ჰადიდმა ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული სახე შექმნა. მან ნამდვილი ლედი, ახალგაზრდა ბიჭი, ჯენტლმენი და თავქარიანი გოგო განასახიერა.

სარეკლამო კამპანიაზე ასევე მუშაობდნენ  ქეითი ინგლანდი (სტილისტი, მოდელიერი) და ისამაია ფრენჩი (ვიზაჟისტი).

ახალი კოლექცია 2019 წლის 22 მაისიდან გაიყიდება. Burberry Monogram იმ სეგმენტისთვისაა, ვისი იმიჯიც, ჯიჯი ჰადიდმა, სარეკლამო კამპანიაში მოირგო.

განხილვა