in

ნახეთ: ცხოვრების კინემატოგრაფიული ხედვა ფოტოებში

ადამიანებისთვის ძველი ნივთები და ფოტოები ნოსტალგიურ განწყობებთან ასოცირდება — მათი დანახვისას ერთიანად აგვეშლება ხოლმე მოგონებები. დროთა განმავლობაში კი ისინი ერთი ოჯახის ამბავს სცილდება, ანტიკვარის სახელწოდებასაც იმსახურებს და კულტურული მემკვიდრეობის რიგებში ეწერება… ზოგჯერ რთულია ხელოვნების ნიმუშებად აღვიქვათ ვიღაც უცნობი ადამიანის ოჯახის წევრების ფოტოები, მაგრამ მცირე დეტალები ყველაფერს ცვლის. ასეა ჯიმ გოლდბერგის შემთხვევაშიც, რომელმაც ოჯახური არქივი მიმზიდველ ნამუშევრებად აქცია.

კოლაჟირებულ ფოტოებს კინემატოგრაფიული ხასიათი გასდევს, რასაც წარწერები და შესაბამისად შეცვლილი ფერები განაპირობებს. მან პირადი ისტორიები დამაჯერებელ ნარატიულ რკალში გააერთიანა — ვიზუალურად ოჯახურ ჩანაწერებს წააგავს, მაგრამ უფრო ტექსტურირებული და ცოცხალია, ვიდრე სტატიკური კომპოზიციები.

ChatGPT-ს უკვე დანახვა, მოსმენა და ლაპარაკი შეუძლია!

რატომ ამჯობინებენ Polaroid-ს სხვა კამერებს?