in

რაც უფრო ხშირად ჩაიცვამთ ამ ბოტასს, მით უფრო ფერადი გახდება

მართალია, MSCHF-ს ხელოვნების კოლექტივმა და ქუჩის ტანსაცმლის ბრენდმა სახელი კონსუმერიზმზე ყურადღების გამახვილებითა და Hypebeast-meets-Warhol-ის პროდუქტის გაძლიერებით გაითქვა… მაგრამ ამჯერად ისინი ჯიმი ფელონთან თანამშრომლობით Gobstomper-ის ბოტასებს გვთავაზობენ.

ბუნებრივია, ამის შესახებ თავდაპირველად The Tonight Show-ზე განაცხადეს, მისი ღირებულება კი 195 დოლარია. დიახ, ჩვენ სკეიტბორდის ფეხსაცმელზე ვსაუბრობთ, რომელიც სხვადასხვა ფერს ავლენს, რადგან მისი ზამშის ზედაპირი ტარებისას იცვითება.

„აღფრთოვანებული ვარ ამით, რადგან ჯიმი ნამდვილი ფეხსაცმელების მოყვარულია, მაგრამ არასდროს შეუქმნია ბოტასი“, — ამბობს დანიელ გრინბერგი, MSCHF-ის თანადამფუძნებელი.

მართალია, ამ ამბის ვირუსულად გავრცელება ბრენდს სოციალური მედიის დახმარებით მარტივად შეეძლო, თუმცა ახლა ეს თანამშრომლობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ახალ პერსპექტივებზე გასვლაც სურთ. 

Gobstomper შექმნილია იმისათვის, რომ ეს იდეა ექსტრემალურად აქციოს, რადგან ზედაპირის ქვეშ დამალული ფერები მხოლოდ მისი დიდი ხნით ჩაცმის შემდეგ გამოჩნდება.

„ყოველდღიურად ფეხსაცმელს უამრავი ადამიანი ასუფთავებს, აქ კი ყველაფერი პირიქითაა… ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ეს დაამარცხოთ და გაანადგუროთ, ხოლო თუ სისუფთავეს შეინარჩუნებთ, ის მაინც სკეიტბორდის კარგი ფეხსაცმელი იქნება, მაგრამ შემდეგ კარგი ნაცრისფერი ფეხსაცმელიც გახდება“, — ამბობს გრინბერგი.

ამასთან, ​​Gobstomper-ის მფლობელებს ფეხსაცმელზე Dremel-ის ან X-Acto Knife-ების დამატებით კრეატიულებიც შეუძლიათ გახდნენ, რაც შემოქმედებითობისთვის უამრავ შანსს გაძლევთ.

საინტერესოა ისიც, რომ MSCHF-სთვის დამახასიათებელი ირონიული იუმორი Gobstomper-შიც წარმოჩინდა — სკეიტბორდის ფეხსაცმელი იმ ადამიანთან თანამშრომლობით შექმნეს, რომელიც ამ სპორტს არ ფლობს, ხოლო მისი მცდელობა სკეიტბორდზე დგომისთვის მარკეტინგული კამპანიის ცენტრალური ნაწილია. ეს ყველაფერი კი ჯიმი ფელონის დაცემებით მეტად ირონიულიც ხდება…

მარკეტინგის 7 გასაღები ეკონომიკური სირთულეების დროს

NASA კოსმოსური ჩრდილის შესაქმნელად კონკურსს მართავს