in

პირველმა ქართულმა ვისკიმ – JIMSHER – მსოფლიოს სადეგუსტაციო კონკურსზე 3 ვერცხლი მოიპოვა

სპირტიანი სასმელების პრესტიჟულ მსოფლიო კონკურსში – World Whisky Masters 2017, რომელიც ლონდონში ჩატარდა, სხვადასხვა კონტინენტიდან წარმოდგენილ ათეულობით კონკურენტს შორის, პირველი ქართული ვისკის – JIMSHER-ის სამმა სახეობამ, 3 სხვადასხვა კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვა: “JIMSHER from Georgian Brandy Casks“ – “easy drinking”, “JIMSHER from Tsinandali Casks“ – “waxy, fruity“, “JIMSHER from Saperavi Casks – “gorgeous nose“.

 
ვისკის ავტორი, ბიზნესმენი ჯიმშერ ჩხაიძე:World Whisky Masters 2017-ის კონკურსში მიღებული წარმატებით, JIMSHER საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს და ვფიქრობ, ის მალე გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ჯილდოს“.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ: ევროპის ქვეყნები, საქართველო, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვ.

3D ნახატი და უფასო საფოსტო გზავნილები! „საქართველოს ფოსტის” საზაფხულო აქცია ბათუმში

რა კავშირია სამსახურში დაწინაურებასა და პარკინგიდან ოფისამდე გასავლელ მანძილს შორის? – Volkswagen-ის ვიდეორგოლი