in

ჟირაფმა ჟოზემ მულტფილმიდან წიგნში გადაინაცვლა

ბავშვებისა თუ დიდებისთვის კარგად ნაცნობმა პერსონაჟმა, ჟირაფმა ჟოზემ მულტფილმიდან წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა. „ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები ახლა სხვადასხვა ალბომებისა და წიგნების მეშვეობით იზრუნებენ პატარა მკითხველის განვითარებაზე და ამოგზაურებენ მათ შემეცნებისა თუ თავგადასავლების სამყაროში“, – ნათქვამია გამომცემლობა „ზებრას“ განცხადებაში, რომელმაც ჟოზეს პერსონაჟის შემქმნელ „სტუდია ველოსიპედთან“ ერთად იმუშავა პროექტზე. „დახატე და გააფერადე“, „ჩემი პირველი ლექსიკონი“, „ჟირაფი ჟოზე და მისი ახალი სახლი“, „ჟირაფი ჟოზე და წელიწადის დროები“ წიგნებისა და ალბომების ის ჩამონათვალია, რომელიც ამ ეტაპზეა ხელმისაწვდომი. სერიის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საახალწლო წიგნის ფესტივალზე გაიმართა.

bog
bog-mob

წიგნის შეეძენას მსურველები 25 დეკემბრიდან შეძლებენ, წიგნის მაღაზიათა ქსელებში: „ბიბლუსი“, „ლიბრა“ და „სანტა ესპერანსა“; ასევე,  სათამაშოების მაღაზიათა ქსელებში „პეპელა“, „ჭიტა“ და „სუპერი“.

 

5 კითხვა, რომელსაც თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი უნდა პასუხობდეს

2 გზა, თუ როგორ განვავითაროთ ბავშვებში ანტრეპრენუარული უნარები