in ,

ჟიურის პრეზიდენტები ევროპის ქვეყნებიდან! ვინ შეაფასებს ქართულ ნამუშევრებს Young Lions 2018-ზე

კანის ადგილობრივ შესარჩევ ახალგაზრდულ კონკურსზე, Young Lions 2018-ის ფესტივალზე, რომელიც 11-13 მაისს, ტექნოპარკში გაიმართება, 5 სხვადასხვა კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტებად, ევროპის ქვეყნების – უნგრეთის, გერმანიის, შვეიცარიის, უკრაინისა და ჰოლანდიის – შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები შეირჩნენ. ადამიანები, რომელთაც კრეატიულ ინდუსტრიაში საერთაშორისო გამოცდილება და აღიარება აქვთ. Young MARKETERS – იშტვან ბრაჩოკი, PRINT – ნიკლას ფრინგს-რუპი, Cyber- ჰანია ჰოის, Design – მაშა ტეტერინაFilm – დენ უილიამსი. ახალგაზრდულ შესარჩევ კონკურსს, ჯამში, 60-მდე ჟიურის წევრი ეყოლება. როექტის პარტნიორია TBC – თიბისი, წელს, ფესტივალს შემოუერთდა SOCAR Georgia Petroleum. მარკეტერი გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას Young Lions 2018-ის ჟიურის პრეზიდენტების შესახებ:

Young Marketers-ის ჟიურის პრეზიდენტი
იშტვან ბრაჩოკი (Istvan Bracsok), სააგენტო White Rabbit-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, უნგრეთი:
45 წლის ასაკში, პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა დამოუკიდებელი სარეკლამო სააგენტო White Rabbit, სადაც 10 წელზე მეტია, მუშაობს. იშთვანის კარიერა იწყება Ammirati Puris Lintas-ში, არტ დირექტორად. მოგვიანებით კი, საქმიანობას Saatchi&Saatchi-ში, DDB-სა და  JWT-ში აღმასრულებელ კრეატიულ დირექტორად აგრძელებს. მის კრეატიულ ნაშრომს მოგებული აქვს უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზი ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: D&AD, Cannes Lions, One Show, Clio, LIA, ADC, AdStars, Mobius Awards, Kinsale Sharks, New York Festivals, Cresta Awards, Epica, One Screen, Brand Film Festival London, AdAge The Best, Golden Award of Montreux, Lisbon International Advertising Festival, Golden Hammer, Golden Drum, PIAF, KIAF, White Square, AdBlackSea, Chip Shop and several Effies (რომელმაც White Rabbit გახადა 75-ე ყველაზე ქმედითი დამოუკიდებელი სააგენტო მსოფლიოში).

იშთვან ბრაჩოკი ჟიურის წევრი იყო: One Show/Young Ones-ზე, Cannes Young Lions-ზე, AdStars-ზე, New York Festivals-ზე, Mobius Awards-ზე, Cresta-ზე, Golden Award of Montreux-ზე, Lisbon International Advertising Festival-ზე, KIAF-ზე, White Square-ზე, Creativity International-სა and Newstars-ზე. ის არის D&AD-ის, The One Club-ის, Art Directors Club-ისა და Creative Circle-ის წევრი.

PRINT-ის ჟიურის პრეზიდენტი:
ნიკლას ფრინგს-რუპი (Niklas Frings-Rupp), Miami Ad School-ის მმართველი დირექტორი, გერმანია:
სანამ, 2003 წელს, ოლივერ ვოსთან ერთად, Miami Ad School Europe/Hamburg-ს დააარსებდა, ნიკლასმა კარიერა ტოპ სააგენტოებში ექაუნთ მენეჯერისა და მოგვინებით, ექაუნთ დირექტორის პოზიციიდან დაიწყო. 2009 წელს კი, Miami Ad School Europe-ის მეორე სკოლა დააფუძნა, ბერლინში. Miami Ad School რამდენჯერმე გახდა საუკეთესო სკოლა მსოფლიოში. ნიკლასი კი, 2010 წელს, D&AD-მ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლად. CYBER-ის ჟიურის პრეზიდენტი
ჰანია ჰოისი (Hanja Heuss), ციფრული კრეატიული დირექტორი, Jung von Matt/Limmat, შვეიცარია: 
„ყოველთვის ანთებული ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და შემიძლია, ვთქვა, რომ სარეკლამო სფერო არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვცრუობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვიყო იმით, რასაც ვაკეთებ. იყო შემოქმედებითი ადამიანი, ჩემთვის არის ბედნიერებისკენ მიმავალი ბილიკი. ბავშვობაში, ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი გამომგონებელი და მიუხედავად იმისა, რომ არ გავხდი Gyro Gearloose, ახლა იმ პოზიციაზე ვარ, სადაც შემიძლია, გამოვიგონო კომუნიკაციის ახალი გზები, ახალი კრეატიული ექსპრესია. სარეკლამო ინდუსტრია არ არის ის, რაც მაბედნიერებს. ბედნიერებას მანიჭებს ის საშუალება, რომლითაც ვქმნი რეკლამას“. ჰანიას კამპანიამ “Refugees Welcome“ („ლტოლვილებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“), მოიპოვა არაერთი ჯილდო, მათ შორის, კანის ლომების ბრინჯაო და ვერცხლი, Clio-ს ბრინჯაო და ვერცხლი, Eurobest-ის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო და ა.შ.

DESIGN-ის ჟიურის პრეზიდენტი
მაშა ტეტერინა (Masha Teterina), სენიორ არტ დირექტორი, BBDO, უკრაინა: 
მაშას სააგენტოებსა და დიზაინის სტუდიებში საქმიანობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან კი BBDO-ს დიზაინ სტუდიის დირექტორია. უკრაინელი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში.
FILM-ის ჟიურის პრეზიდენტი
ჰანა სმიტი, სენიორ არტ დირექტორი, Wieden +Kennedy, ამსტერდამი.
9 წელზე მეტია, ის მუშაობს სარეკლამო სააგენტოებისთვის კანადაში, ავსტრალიასა და ევროპაში. ჰანას ნამუშევრებს აქვს Cannes-ის, One Show-ს, D&AD-სა და Webbies-ს ჯილდოები მოპოვებული. ასევე, უმუშავია ისეთი მედიასაშალბებეისთვის, როგორიცაა: Fast Company, Mashable, Buzzfeed,VICE, CNN, Vogue, Time Magazine, MTV, ESPN, Refinery29, Huffington Post, UpWorthy და Al Jazeera.
გარდა ამისა, FILM-ის ნამუშევრების შეფასებაში ჩართული იქნება
დენ უილიამსი (Dan Williams), THE MILL:
დენი არის The Mill ლონდონის სტუდიის კრეატიული დირექტორი, სადაც ის კლიენტის კრეატიულ იდეებს აცოცხლებს უნიკალური სთორითელინგის საშუალებით. მას უმუშავია ინდუსტრიის ყველაზე პატივსაცემ დირექტორებთან და მის პროექტებს, როგორიცაა: Nike ‘Hypervenom’, Coke ‘It’s Mine’ და Lincoln’s brand re-launch ჯილდოები აქვს მოპოვებული.

ჯონ სნოუ, ფორესტ გამპი და სხვა ლეგენდარული კინოგმირები თბილისში – გიგი ქადაგიშვილის ნამუშევრები

Shut Up! ქართული პრინტი სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებული კამპანიის 100 საუკეთესო ნამუშევარშია!