in

ჩინეთში Google-ის Sycamore-ზე მილიონჯერ სწრაფი კვანტური კომპიუტერი შეიქმნა

მისი წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდა, რაც ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს… 

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მათ შექმნეს მილიონჯერ უფრო სწრაფი კვანტური კომპიუტერი, ვიდრე Google-ის Sycamore-ია.

როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, მათ 66 კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი შექმნეს. ორი განსხვავებული ტექნოლოგიური პარადიგმის, ფოტონიკისა და სუპერგამტარის გამოყენებით, მათ კონკრეტული ალგორითმების გაშვება იმ მასშტაბით შეძლეს, რომელიც ძალიან რთული იქნებოდა კლასიკური კომპიუტერისთვის.

ამასთან, Global Times-ის ანგარიშის თანახმად, ჩინური სისტემა 10 მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ამჟამინდელი უსწრაფესი სუპერკომპიუტერი და მისი გამოთვლის სირთულე მილიონჯერ აღემატება Sycamore-ის პროცესორს. შედარებისთვის ამ უკანასკნელის სისტემა 53 კუბიტიანია და ჩინური კვლევით ჯგუფს თუ დავუჯერებთ, მას მხოლოდ სუპერგამტარობის პარადიგმის გამოყენება შეუძლია.

ტექნოლოგიურ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, რთული შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ ტექნიკური გიგანტები “კვანტური უპირატესობის” მიღწევისთვის იბრძვიან. მათ შორისაა Bristlecone-ის სისტემა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2019 წელს ამბობდნენ, რომ კლასიკურ კომპიუტერთან შედარებით, კვანტურ უპირატესობას მიაღწია. თუმცა ეს პრეტენზია მალევე უარყო IBM-მა, კლასიკური სუპერკომპიუტერის მფლობელმა, რომლის სისტემამაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა — NASA-ს თანახმად, სწორედ ამ უკანასკნელმა მიაღწია ე. წ. კვანტურ უზენაესობას.

ჩინეთის კვანტურ კომპიუტერებს ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი აქვს

სუპერკომპიუტერს, სახელად Jiuzhang 2, შეუძლია, გამოთვლა ერთ მილიწამში შეასრულოს — იმავე დავალების შესასრულებლად მსოფლიოს უსწრაფეს კლასიკურ კომპიუტერს 30 ტრილიონი წელი დასჭირდება. პან ჯიანვეი, წამყვანი მკვლევარი, ამბობს, რომ Zuchongzhi 2, 66 კუბიტიანი პროგრამირებადი სუპერგამტარი კვანტური კომპიუტერია და გაცილებით ძლიერია, ვიდრე Sycamore. თუმცა მისი წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდა, რაც ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს…

Zuchongzhi 2 წინა კომპიუტერის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც 3 თვის წინ შეიქმნა. მართალია, ახალ მოდელს ნაკლები აპლიკაციები აქვს, მაგრამ შეუძლია, 100 სექსტილიონჯერ სწრაფად იმუშაოს, ვიდრე დღევანდელ უსწრაფეს კლასიკურ კომპიუტერს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი მანქანების სპეციფიკაციები გამოთვლით რევოლუციაზე მიუთითებს, მათ მალე ვერ ვიხილავთ ბაზარზე. ამჟამად მოწყობილობას მხოლოდ ხელუხლებელ გარემოში მუშაობა და ჰიპერსპეციფიკური ამოცანების შესრულება შეუძლია.

“ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ ფაზაში კვანტური ხარვეზების აღმოფხვრას მივაღწევთ. თუნდაც ამას 4-5 წლიანი მძიმე შრომა დასჭირდეს. კვანტური შეცდომების გამოსწორების ტექნოლოგიის საფუძველზე შეგვიძლია, სპეციალიზებული კვანტური კომპიუტერების ან კვანტური სიმულატორების გამოყენების შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხები გადავჭრათ” — ამბობს პროფესორი პანი, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან.

რჩევები, თუ როგორ დავიწყოთ სირბილი

მეცნიერებმა დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ ახალი მოწყობილობა შექმნეს