in

JLAB – თქვენი ცხოვრების სტილზე მორგებული ამერიკული ტექნიკა

თანამედროვე სამყარო მაღალი ხარისხის ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ტექნოლოგიებმა დაგვარწმუნა, რომ მისი შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა, ამიტომ ჩვენი, როგორც რიგითი მომხმარებლების მოთხოვნებიც დაიხვეწა. თუკი ადრე სფეროს შესწავლა იყო საჭირო სწორი კითხვების დასასმელად და სასურველი პროდუქტის შესარჩევად, დღეს უკვე მარტივად შეგვიძლია ამოვიცნოთ „ჭკვიანი” ტექნიკის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრების სტილს ქმნიან.

ტექნოლოგიის მიმართულებით ამერიკული ბრენდები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიო მასშტაბით. მათ ბევრი მომხმარებელი ირჩევს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან ისინი ხარისხთან და გამძლეობასთან ასოცირდება. ამერიკული ბრენდების ერთ-ერთი წარმომადგენელია JLAB, ტექნიკა, რომელიც პასუხობს ცხოვრების თანამედროვე გამოწვევებს, მორგებულია თქვენს სტილს და ვიზუალურადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანს შეეფერება.

JLab არის სამომხმარებლო აუდიო ბრენდი, რომელიც დაარსდა 2005 წელს. თავდაპირველად ასპარეზზე მხოლოდ „კლასიკური” ყურსასმენებით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით პროდუქცია გააფართოვა და წარმოებაში სხვადასხვა ტიპის უკაბელო ყურსასმენები და მიკროფონები შემოიტანა. მისი ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ საქართველოში JLab-ის პროდუქტებს, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, 2-წლიანი გარანტია ექნება. კომპანია iCity თავის მომხმარებლებს პირველი სამი თვის განმავლობაში უვადო გარანტიას სთავაზობს, 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სრული კომპლექტაციის არსებობის შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდის პროდუქცია ამერიკის, ევროპისა და აზია-ოკეანეთის მრავალ ქვეყანაში იყიდება.

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც JLab-ს აქვს, ისაა, რომ ის ეკომეგობრული ბრენდია. შეფუთვით დაწყებული, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავებით დამთავრებული, JLab ზრუნავს გარემოზე და ქმნის ადვილად გადამუშავებად პროდუქტებს.

ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, JLab უსწრებს კონკურენტებს და განაგრძობს ზრდას. პროდუქცია, რომელსაც ის სთავაზობს საერთაშორისო მომხმარებელს, ციფრული ტექნიკის ახალ თაობას წარმოადგენს და ინოვაციური გადაწყვეტაა ტექნოლოგიებში. შეიძლება იფიქროთ, რომ არაფერია გასაკვირი ყურსასმენებსა და ბლუთუზზე მომუშავე დინამიკებში, თუმცა აზრს მაშინვე შეიცვლით, როცა გეტყვით, ბრენდი რიგ მოდელებში გთავაზობთ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა, მაგალითად, Find with Tile, რომელიც გეხმარებათ დაკარგული ყურსასმენების მოძებნაში, ან Bluetooth Multipoint, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობასთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ასეთ ინოვაციურ პროდუქტებს წარმოადგენს JLab Sound App, რომელიც ხმის თქვენებურად მოდიფიცირებას გთავაზობთ და კიდევ ბევრი სხვა მსგავსი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.

ბრენდი რომ ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ამას სხვადასხვა არხითაც ვიგებთ. მისი პროდუქცია გვხვდება Youtube-ზე, Facebook-ზე, instagram-ზე, Tiktok-სა და Pinterest-ზე. ერთმანეთისგან განსხვავებულ პლატფორმებზე ასევე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები სხვადასხვა ინტერესებით, გვიჩვენებენ, თუ როგორ იყენებენ JLab-ის პროდუქტებს მუშაობის, ვარჯიშის, გადაცემების ჩაწერისა თუ უბრალოდ სახლში, მშვიდად ყოფნისა და მუსიკის მოსმენის დროს.

JLab-ის პროდუქციის შეძენა 17 ნოემბრიდან უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი. ამიერკავკასიის რეგიონში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JLab-ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია „ტრისტარია”,  საქართველოში რითეილ და ონლაინ პარტნიორები კომპანია Apple City და veli.store არიან.

[R]

მეცნიერებმა უძველესი მზის სისტემა აღმოაჩინეს — ის ჩვენსას არაფრით ჰგავს

ნახეთ: 2022 წლის საუკეთესო ფოტოები