in

რა ინფორმაციას ნახულობენ Facebook -ზე – მედეა ტაბატაძე

რამოდენიმე დღის წინ, სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ახალი სერვისი წარადგინა- ტალანტების დაქირავება მესინჯერით. თუმცა, ვიდრე ეს კორპორატიული სერვისი ამოქმედდება, კომპანიები ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ფეისბუქს ხშირად მიმართავენ-კორპორატიულ გვერდზე ხშირად გვხვდება ვაკანსიები და ვაკანსიაზე გამოხმაურების ინსტრუქტაჟი. ამას გარდა, კომპანიის თანამშრომლები საკუთარ “კედელზეც” ხშირად აზიარებენ ვაკანსიებზე ინფორმაციას “სამეგობროში” ინტერესის შესაქმნელად. მოკლედ, სოციალური ქსელით რეკრუტინგი პოპულარულია და სოციალური რეკრუტინგის სტრატეგიებიც არსებობს

სოციალური ქსელით რეკრუტინგი მარტო ინფორმაციის გაზიარებას არ ნიშნავს, მეორე საინტერესო “ნაწილიც” აქვს, რომელიც კანდიდატის ფეისბუქის მონახულებას გულისხმობს. რამოდენიმე წლის წინ, რეკრუტერისგან ეს ქცევა გაბრაზებასაც იწვევდა, მაგრამ დღეს არ არსებობს ალბათ ადამიანი, რომელიც მისთვის საინტერესო ადამიანზე ინფორმაციას ფეისბუქზე არ ეძებს და ნახულობს. მოკლედ, ფეისბუქზე დღეს ჩვენი “მოძებნა” არც გვიკვირს და აღარც აღშფოთებას იწვევს.

fbbრატომ შეიძლება დაინტერესდეს რეკრუტერი ჩვენი ფეისბუქ გვერდით? მარტივი პასუხია- აინტერესებს ის დამატებითი და უფრო სანდო ინფორმაცია, რაც ინტერვიუზე ვერ ან არ მიიღო. ეს ინფორმაციაც მარტივია და სტრუქტურა ასეთია: რას ვპოსტავთ; რას ვაზიარებთ, რა მოგვწონს (like) და ვინ არიან ჩვენი მეგობრები

რას “ვპოსტავთ” – ჩვენი “პოსტების” ან კომენტარების მონახულებისას, რეკრუტერები იგებენ თუ რა გვაინტერესებს, როგორ და რაზე გამოვთქვამთ აზრს, როგორ ვმსჯელობთ და არის თუ არა ჩვენი მსჯელობა კორექტული, საქმესთან დაკავშირებული და ზოგადად, რა ტიპის “ვირტუალურ საუბარს” ვუთმობთ დროს

რას ვაზიარებთ – ეს ინფორმაციაც ეხმარება რეკრუტერს გაიგოს ჩვენი ინტერესები, ღირებულებები, ცოდნა და ჰობიც კი..

რა მოგვწონს – თუ რა ინფორმაციული წყაროები, ფეისბუქ გვერდები გვაქვს “მოწონებული”, ესეც ღირებული ინფორმაციაა რეკტურერისთვის. ფაქტიურად, ჩვენი “ლაიქები” კვლავ ჩვენს ინტერესებზე, შინაგან კულტურასა და განათლების დონეზეც მიუთითებენ. ამიტომ, რეკრუტერი ჩვენს მიერ “დალაიქებულ” პოსტებს თუ ინფორმაციებს გულგრილად არ ჩაუვლის..

ვინ არიან ჩვენი მეგობრები – პირადი სანაცნობო წრის (ე.წ ნეტვორკი) მნიშნველობასა და საჭიროებაზე უკვე იმდენი იწერება, მგონი ცალკე კომპეტენციადაც ჩამოყალიბდა. “თუ კარგი სანაცნობო წრე გყავს, წარმატების მიღწევა ადვილია”- ეს პროფესიონალი ნეტვორკერის მანტრაა. პროფესიონალი ნეტვორკერები კი ბევრია. არის პროფესიები, სადაც კარგი სანაცნობო წრე საჭიროა. მაგალითად გაყიდვების სფეროში კარგი სანაცნობო წრე აუცილებელია. “მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ”- ვფიქრობ ესეც მოქმედებეს ჩვენი სამეგობრო წრის დათვალიერებისას.

უნდა გვქონდეს თუ არა ფეისბუქის საკუთარი გვერდი მოწესრიგებული? ცხადია, უნდა გვქონდეს და თუ სამსახურის მაძიებელი ვართ, მაშინ ყურადღებით უნდა ვმართოთ ჩვენივე ინფორმაცია.   რამოდენიმე წლის წინ, ფეისბუქის პირადი გვერდის არ ქონა  გამორჩეულად კარგი ან გამორჩეულად საქმიანი ადამიანის სტატუსს ქმნიდა, დღეს პირიქითაა – როდესაც ადამიანზე ვიგებთ, “არ არის ფეისბუქზე” ჯერ ჩდება კითხვა “რატომ?” და შემდეგ კი გონივრული ეჭვი, რომ ადამიანი ინფორმაციის დეფიციტს  განიცდის. ხშირად სხვა სახელით ან ფსევდო სახელითაც (nickname) ვრეგისტრირდებით იმ მიზეზით, რომ არ გვინდა ბევრმა მოგვაგნოს – ესეც არასწორია. თუ სოციალურ ქსელში ვართ, უნდა ვიყოთ სოციალურები და არ დავიმალოთ.  სამსახურის ძიების პროცესში ჩვენს შესახებ და ჩვენს გვერდზე ინფორმაციის მოწესრიგება აუცილებლად მოგვიწევს- თუ ჩვენმა CV-მ ყურადღება დაიმსახურა, კიარ “დაგვგუგლავენ”, არამედ “დაგვსერჩავენ”. ასე რომ, პირველი სკრინინგისთვის მზად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ CV-ს თვალს გადაავლებენ და ყურადღებით “დაგვათვალიერებენ”- სოციალური ქსელით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია დაქირავება – არდაქირავების გადაწყვეტილების მიღებისას.

[EXCLUSIVE] ყველა იმსახურებს სრულფასოვან გარემოში ცხოვრებას! McDonalds-ის შესანიშნავი პროექტი საქართველოში!

ჭამეთ ნაკლები ხორცი და შეაჩერეთ გლობალური დათბობა! – მოგვიწოდებს არნოლდ შვარცნეგერი