6
Feb
2020

მომავლის სამსახურები: 7 სხვადასხვა სფეროს 93 მიმართულება

6 Feb 2020

World Economic Forum ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც თავმოყრილია მომავლის პროფესიები და ის ტოპ 10 უნარი, თუ რას უნდა ფლობდნენ პროფესიონალები, თუ რომელიმე ამ კონკრეტულ სფეროში აპირებენ საქმიანობას.

ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, 7 სხვადასხვა სფეროს 93 საქმიანობაა ჩამოთვლილი, რომელიც სასურველ შედეგამდე, მხოლოდ და მხოლოდ, „ციფრული“ და „ადამიანური“ ფაქტორების ტანდებით მიგვიყვანს.

2020 წლის ჰორიზონტზე მოჩანს რიცხვები, რომლებიც ამბობენ, რომ  მომავალი, გლობალურად, 6.1 მილიონ სამსახურებრივ შესაძლებლობას გვპირდება.

უფრო ზუსტად, მომავლის საჭირო სფეროებში მოიაზრება: ჯანდაცვის ეკონომიკა, მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი, ინჟინერია და ღრუბლოვანი კომპიუტინგი, მწვანე ეკონომიკა, კულტურა და ადამიანები, პროდუქტის დეველოპმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები და კონტენტი.

განხილვა