15
May
2019

Twitter-ში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ლოგო გააკრიტიკეს

15 May 2019

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, მან კამპანიის ორი ლოგო გამოაქვეყნა: Joe 2020 და Biden President. პირველი ლოგო პატრიოტულ ფერებშია, სადაც E ასო კი ამერიკულ დროშას განასახიერებს. თუმცა “თვითერის” მომხმარებლებმა პირველი ლოგოს გააკრიტიკეს, ზოგმა განლაგება დაიწუნა, სხვებმა თქვეს, რომ “Joe 2020-ში”, ნულის მაგივრად, “O” ასო არის გამოყენებული. ამასთან ბევრმა შენიშნა, რომ ლოგო ობამას წინასაარჩევნო კამპანიის სიმბოლოს ძალიან ჰგავს. ზოგმაც, ბაიდენის კამპანიის სიმბოლო “დანკინის” დონატების შეფუთვას მიამსგავსა. არანაკლები კრიტიკა მოყვა მეორე ლოგოს Biden President, სადაც E-ს წითელი ხაზები ხან კბილის პასტას მიამსგავსეს, ხანაც ხელის თითებს.

 

განხილვა