ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. არჩევნები რომ დასრულდა, მან, გამარჯვებას, საკმაოდ სენტიმენტალური ვიდეორგოლი მიუძღვნა და ამერიკელებს მადლობა ამ სიტყვებით გადაუხადა: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყნის მეთაურად ამირჩიეთ. . . გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, მე მომეცით თუ არა ხმა. თქვენ რომ გამიჩინეთ, იმ რწმენას ბოლომდე შევინარჩუნებ“.

სრულად, ეს ვიდეორგოლი, იხილეთ ბმულზე!
როგორც ნახეთ, აქ პერსონაჟები ოქროსფერი ჩარჩოს მიღმა არიან. ამ კონცეფციის ინსპირაცია ამერიკელი არტისტისა და კრიტიკოსის ლოურეინ ო’გრეიდის ნამუშევრების სერია “Art Is…“ („ხელოვნება ეს არის…“) გახდა. მან 1980-იან წლებში, რამდენჯერმე, აფრო-ამერიკელების მხარდასაჭერ აღლუმზე, მონაწილეები ოქროსფერი ჩარჩოთი გადაიღო. ასეთი პერფორმანსებით სურდა, ამ ჯგუფის პრობლემების მიმართ და მათი უფლებების დასაცავად ნიუ-იორკის მაცხოვრებლების ყურადღება მიეპყრო.
ვიდეორგოლისთვის ამ კონცეფციის გამოყენების ნებართვა, როგორც ამერიკული მედია წერს, ჯო ბაიდენის კამპანიის ხელმძღვანელებმა გალარეა Alexander Gray Associates-ს სთხოვეს.










