in

Johhnie Walker-ის ახალი სახლი

BOG
BOG

რიგით მესამე, Johhnie Walker-ის ვისკის სახლი სამხრეთ კორეაში გაიხსნა. ვისკის სახლში მხოლოდ მაღალი კლასის ბარმენები და პერსონალი მუშაობს და რა თქმა უნდა იშვიათი და შეზღუდული რაოდენობის ვისკის ბარი ფუნქციონირებს.

სახლი 6 სართულისგან შედგება, რომელშიც დახვეწილი კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ბარები განთავსდა.  Johnnie Walker House Seoul  ამ დროისთვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვისკის სახლია, რომელიც მკაცრ ტრადიციებს და თანამედროვეობას ერთ სივრცეში აერთიანებს.

განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ VIP-კლუბის წევრები. მათ საშუალება ექნებათ ვისკის სარდაფში ჩასვლის, საკუთარი ჭიქის ქონის და შეფ–მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დაგემოვნების.

Johnnie Walker-ი აზიით 2011 წელს დაინტერესდა და ექსპერიმენტის სახით პირველი სახლი შანხაიში გააკეთა. ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და Johnnie Walker-ის მარკეტინგულ ინოვაციად იქცა, რომლის შედეგად მთლიანად აზიური ბაზრის ათვისება დაიწყეს და სამი ვისკის სახლი გახსნეს.

http://youtu.be/Hh0LYPu5IAE

ხშირად, მეთოდი ხდება საწყისი , არა და, ის მისიის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა

Hyundai ზომბების წინააღმდეგ