უკვე მერამდენე წელია, საახალწლო სეზონი John Lewis-ის კამპანიით იწყება. ბრენდმა ემოციური ისტორიებით დაგვამახსოვრა თავი. 14-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, John Lewis და სააგენტო Adam&EveDDB თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.
Adam&EveDDB ბრენდის იმ ისტორიების შემოქმედია, რომლითაც John Lewis უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცა. სააგენტოსა და ბრენდის განშორება John Lewis-ის ფინანსურ მდგომარეობას დაემთხვა. ბრენდმა 100 მლნ ფუნტი იზარალა 2022 წლის პირველ ნახევარში, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. როგორც ჰარბორის სტრატეგიის პარტნიორი კევ ჩესტერსი აფასებს, ბრენდს პრობლემები აქვს და ამ გამოწვევის დაძლევაში კარგი რეკლამაც ვერ ეხმარება.
როგორ შეიძლება განვითარდეს John Lewis-ის ბრენდი 2023 წელს?
ბრენდის მდგომარეობას სპეციალისტები სხვადასხვა რაკურსით აფასებენ. მაგალითად, Lucky Generals-ის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელი პოლ მალონი აღნიშნავს, რომ სარეკლამო ხელოვნება ბრენდის გაყიდვებზე განსაკუთრებულად არ აისახება და არც სამომხმარებლო გამოცდილებაზე. გასული წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, John Lewis-ის ბრენდის მდგომარეობა შემცირდა და რეკლამის პოპულარიზაციამაც იკლო.
Iris-ის აღმასრულებელი დირექტორის, კლერ ჰამფრის განმარტებით, ჯონ ლუისის ცნობადობის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუ რამდენადაა შთამაგონებელი და ყოველდღიურობის ნაწილი. ის აღნიშნავს, რომ საცალო ვაჭრობის ტენდენცია იცვლება. თუკი ადრე, გაყიდვა სატელევიზიო რეკლამაზე იყო დიდწილად დამოკიდებული, დღეს, ეს მნიშვნელოვნად იცვლება. ამავდროულად, მომხმარებლის გამოცდილება აღარაა ძველებურად მიმზიდველი. John Lewis-ის შეფასებისას იმასაც აღნიშნავენ, რომ ბრენდის კამპანიების ხარისხი და ღირებულება შემცირდა, არადა, კომპანიას აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირი სჭირდება. ბრენდს ურჩევენ, შექმნას მრავალარხიანი საკომუნიკაციო სტრატეგია და კონტენტი რელევანტური მომხმარებლისთვის.
წყარო: the drum