და აი, კრეატიული ცის კაბადონზე John Lewis-ის საახალწლო რეკლამამაც გაიელვა. John Lewis-ის საშობაო ვიდეორგოლს, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ელოდება და არც ეს ანიმაცია გაგიცრუებთ იმედებს. უსაზღვრო სიყვარულს, რომლის გაზიარებაც ყველასთვის შეგვიძლია, დიდი ძალა აქვს. ბრენდმა, კომპანია Waitrose & Partners-თან ერთად, ამჯერად, მათი მხარდაჭერა გადაწყვიტა, ვისაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამ მიზნით, John Lewis-მა საქველმოქმედო აქცია დაიწყო და მიზნად ისახავს, საახალწლოდ, 100 000 ოჯახს დაეხმაროს. ნახეთ და შეაფასეთ ბრენდის საახალწლო ვიდეორგოლი.
გაეცი სულ ცოტაოდენი სიყვარული! – John Lewis-ის საახალწლო რეკლამა











