in

John Lewis-ის მთავარი კრეატიული სააგენტო Saatchi & Saatchi გახდა

John Lewis-მა თავისი ახალი კრეატიული სააგენტო დაასახელა, რომელთან ერთადაც თავისი გამორჩეული ნამუშევრების შექმნაზე იზრუნებს. შედეგად, მიმდინარე წლის ზაფხულიდან Saatchi & Saatchi ოფიციალურად აიღებს კომპანიის მარკეტინგულ სადავეებს ხელში და სამი ბრენდის კრეატიულ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი: Lewis Partnership-ის, Waitrose & Partners-ისა და John Lewis Financial Services-ის.

„Saatchi & Saatchi შეიმუშავებს და აწარმოებს ჩვენი ბრენდის ყველა კამპანიას — მათ შორის, ძალიან პოპულარულ საშობაო რეკლამას. ამავდროულად, ჩვენი ლოიალობის პროგრამაზეც აღნიშნული სააგენტო იზრუნებს“, — აცხადებს John Lewis Partnership.

აქვე დასძენენ, რომ ამ კონკრეტულზე არჩევანი საერთო ხედვის გამო შეაჩერეს: კერძოდ, ინკლუზიურობის, სოციალური ზეგავლენის, სტრატეგიული აზროვნებისა და შემოქმედებითი ბრწყინვალების კუთხით. „აღფრთოვანებულნი ვართ იმით, რასაც ერთად მივაღწევთ. მოუთმენლად ველით ჩვენი ძლიერი მხარეების შერწყმას — ხარისხის, ღირებულებისა და მდგრადობის მიმართულებით“.

ფრენკი გუდვინმა, Saatchi & Saatchi-ის მთავარმა კრეატიულმა ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობ შემოქმედებითი ნიჭისა და ვნების დასტურია. „ეს ჩვენს მისიას აძლიერებს, რათა ყველაზე გავლენიანი კრეატიული კომპანია ვიყოთ თანამედროვე ბრიტანეთში“.

3 მეთოდი მათთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა თავს მარტოსულად აგრძნობინებს

Big tech თუ ტორტი? რა თქმა უნდა, ტორტი! – Spotlight Tech 2023