in

John Lewis ბრენდის 100-წლიან ისტორიას მაღაზიის ვიტრინით ჰყვება

BOG
BOG

John Lewis-მა სულ ახლახან გაგვაცნო, როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე დიდი მარკეტინგული კამპანია. ალბათ, არც გასაკვირი უნდა იყოს, რადგან აქ კომპანიის 100-წლიან მდიდრულ ისტორიას მაღაზიის ვიტრინებით გვიყვებიან. ჩათვალეთ, რომ ფანჯრად აქციეს, რომელიც წარსულში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და არც მზერას კარგავს მომავლისკენ. სწორედ ამიტომ უწოდეს კამპანიასაც Window.

რეკლამაში ერთი მაღაზიის ვიტრინაა ნაჩვენები, თუ როგორ იცვლება ის საუკუნის განმავლობაში, როგორ აცმევენ და როგორ უცვლიან სტილს, რითაც განსხვავებულ ეპოქასაც წარმოადგენენ და კონკრეტული დროის საკულტო მახასიათებლებსაც გვახსენებენ. აქ არც მეორე მსოფლიო ომი დავიწყებიათ, როცა იგი ბუნკერად იყო ქცეული…

ალბათ, თქვენი ყურადღება სიმღერამაც მიიპყრო, მუსიკოსი ლაურა მვულა ასრულებს, თუმცა ეს პოლ საიმონის I Know What I Know-ის თანამედროვე ვერსიაა. 

John Lewis-ის კამპანიაზე Saatchi & Saatchi-მ იმუშავა. 

YouTube მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს — აი, რა გავიგეთ Made on YouTube-ის ღონისძიებიდან

„ლისი დეველოპმენტი“ ღონისძიება „homeis.gathering“-ის წარმდგენია