პირველი საშობაო რეკლამა 2007 წელს გადაიღეს და მას შემდეგ სწორედ John Lewis-ის რეკლამის გამოსვლა ხდება ახალი წლის წამმზომის ჩართვის მიზეზი. და რადგან უკვე წამმზომი ჩართულია, გადავწყვიტეთ იმ კამპანიებისთვის გადაგვეხედა, რომლებიც The Beatles-ის, ელტონ ჯონის, ტომ ოდელისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების სიმღერის ფონზე შემოგვთავაზეს.
თუმცა ასე არ ყოფილა სულ პირველი რეკლამის შემთხვევაში, აქ John Lewis-ის სტილში ცნობილი სიმღერის ქავერის ფონზე რაღაც ისტორიას სულაც არ ვისმენთ, უბრალოდ ვხედავთ, როგორ ქმნიან ადამიანები ყოველდღიური ნივთებისგან ხელოვნებას:
მომდევნო წლებში კი გვიყვებიან ამბებს საუკეთესო საჩუქრების პოვნაზე, ბავშვობის ნოსტალგიებზე, საჩუქრების ჩუქების რიტუალებზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, მარტოობაზე, ბიჭისა და მონსტრის ამბავზე, სიკეთეზე და წელს პირველად მამაშვილურ კავშირზე… თუმცა John Lewis-ის კამპანიებს თუ არ მოუსმინეთ, ისე არაფერი გამოვა, ამიტომაც ბევრს აღარ გავაგრძელებთ და ქვემოთ გაჩვენებთ რეკლამებს 2008 წლიდან დღემდე:
Clues (2008)
The Feeling (2009)
A Tribute To Givers (2010)
The Long Wait (2011)
The Journey (2012)
The Bear And The Hare (2013)
Monty The Penguin (2014)
The Man On The Moon (2015)
Buster The Boxer (2016)
Moz The Monster (2017)
The Boy And The Piano (2018)
Edgar The Dragon (2019)
Give A Little Love (2020)
Unexpected Guest (2021)
The Beginner (2022)
Snapper: The Perfect Tree (2023)
The Gifting Hour (2024)











