in

Ad Black Sea 2022-ს ჯონ პალანტი ეწვევა!

წელს, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს, სააგენტო Saatchi&Saatchi-ის მხარდაჭერით, ჯონ პალანტი ეწვევა. ის, დაახლოებით 45 წელია, რაც სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობს. ჯონ პალანტის აღიარებების მრავალფეროვან ჩამონათვალს, კანის ოქროს ლომის გარდა, D&AD Black, Yellow Pencils, New York One Show და სხვა ჯილდოები ამშვენებს. კარიერა საერთაშორისო სააგენტო Saatchi & Saatchi-ის კოპირაიტერობით დაიწყო, შემდეგ, ევროპის რეგიონული კრეატიული დირექტორი გახდა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მან საკუთარი საკონსულტაციო კომპანია Brouhaha დააარსა. დღეს, ჯონ პალანტი სააგენტო BLITZWORKS-ის თანადამფუძნებელია და გლობალური მასშტაბით ზრუნავს კომპანიების სტრატეგიულ და შემოქმედებით განვითარებაზე. ჯონ პალანტმა Ad Black Sea-ზე სტუმრობის შესახებ ჩვენს კითხვებს უპასუხა.

M: გასული ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ფესტივალი არ ჩატარებულა, პანდემიის გამო. ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა. თქვენთვის, რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი ცვლილება სარეკლამო და კრეატიულ სფეროში?

ეს ცვლილება უფრო მეტად პირადულია, ვიდრე ინდუსტრიული და ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ფესტივალზე. არსებითად, ეს იყო აღმოჩენა, თუ რამდენად გვეხმარება იმპროვიზაცია სწრაფად და მოქნილად ფიქრში და რომ უფრო დიდ ჯგუფებთან ერთად მუშაობამ უფრო შორს და სწრაფად შეიძლება წაგვიყვანოს.

M: წინა კითხვიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია Ad Black Sea-ს მსგავსი ფესტივალების კვლავაც ჩატარება?

ფესტივალები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მუდამ ასე იქნება იქნება. ისინი აღაფრთოვანებენ და შთააგონებენ მონაწილეებს და გვაძლევენ ბიძგს, ვიყოთ უფრო ამბიციურები. დაჯილდოების საღამოს შემდეგ დილას, ყოველთვის უფრო ადრე მივდივარ სამსახურში.

M: საქართველოში აქამდეც ყოფილხართ. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის სწავლაც ქართველ კრეატორებს სჭირდებათ?

დიახ, ეს რამდენიმე წლის წინ იყო და საინტერესო იქნება ნახვა, როგორ განვითარდა პროცესები. ვფიქრობ, ქართველი კრეატორებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და იმის რწმენა, რომ მათაც შეუძლიათ მსოფლიო არენაზე თავის დამკვიდრება.

M: Ad Black Sea-ზე თქვენი ვორკშოპის ფარგლებში, რაზე გსურთ კრეატორების ყურადღების გამახვილება?

გართობაზე, განსჯის გარეშე ფიქრზე, უშიშარ მიდგომაზე, საკუთარ თავში ყველაზე ენერგიული და დადებით მუხტის გამოვლენაზე.

ნათია გოგია, Saatchi & Saatchi Tbilisi-ის სტრატეგიული ტრანსფორმაციის დირექტორი: „Ad Black Sea ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოვლენაა. ეს ორი დღე, ბათუმის მზიანი ამინდიც თუ დაგემთხვა ხომ განსაკუთრებით, ერთგვარი გადატვირთვისა და ახალი ინსპირაციით დატვირთვის უებარი საშუალებაა.

Saatchi&Saatchi თავისი lovemark ფილოსოფიით არის ცნობილი, რომელიც პირველ რიგში იმას გვასწავლის, რომ ბრენდებს სიყვარულის ემოციის აღსაძრავად გამორჩეული, გაბედული და “irresistible” იდეების ხორცშესხმა სჭირდებათ. დღევანდელ ქონთენთით გადატვირთულ სამყაროში კი ეს გამორჩეულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა ასეთ “სპრინტერ მოუდში” ცხოვრების თანმდევია ისიც, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად, ჩვენ რომ ხშირად ვხუმრობთ “გუშინ” გვჭირდება. ამიტომაც ძალიან საინტერესოდ და ინდუსტრიისთვის სასარგებლოდ ჩავთვალეთ ჯონ პალატის, სააჩის პიონერი გლობალ კრეატიული დირექტორის ფესტივალზე მოპატიჟება. მისი ვორქშოფი სწორედ რომ ყველაზე სწრაფი მეთოდებით კრეატიული იდეების გენერირებისა და სწორი კონცეპტინგის ხრიკებს გვასწავლის. სააჩის თბილისის ოფისი უკვე დიდი ხანია ამ მეთოდებით მუშაობს და გვიხარია, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებსაც მიეცემათ საშუალება, გაეცნონ ამ ტექნიკებს.“

 

რა საფრთხეებს შეიცავს AI-ს მიერ გენერირებული ტექსტები თქვენი გვერდის რეიტინგისთვის

მოიპოვე 40%-იდან 100%-მდე დაფინანსება — ალტე უნივერსიტეტის შეთავაზება მომავალ მაგისტრებს