in ,

მშვიდობისათვის გაშიშვლებული 6000 ადამიანი – Johnnie Walker–ის სოციალური აქცია

წარმოიდგინეთ, 6000 შიშველი ადამიანი, რომელიც საერთო ფოტოსთვის პოზირებს. არ იფიქროთ, ეს ვინმეს თავხედური ახირება იყოს. ეს არის უკეთესი მომავლისთვის შექმნილი ფლეშმობი, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქში მოაწყვეს.

1964 წლიდან, სამოქალაქო ომმა ასიათასობით ადამიანი შეიწირა. კონფლიქტი ყველა ოჯახს შეეხო. მიუხედავად ამისა, ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, განვითარებას, მშვიდობისთვის ბრძოლას. მონაწილეები ქვეყნის ყველა კუთხიდან არიან შეკრებილნი, ყველამ ერთად, მიუხედავად კონფლიქტისა, გაიშიშვლა თავისი სხეული და სული, უკეთესი და მშვიდობიანი მომავლისთვის.

მსოფლიოში ცნობილი სასმელის Johnnie Walker–ის სლოგანი გამოიყენეს ამ აქციის სახელისთვის და Keep Walking–ი დაარქვეს.

 

https://vimeo.com/175352561

 

ორგანიზატორები არიან: ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი Diageo, ბოგოტის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმი და ამერიკელი ფოტოხელოვანი სპენსერ ტუნიკი, რომელიც მსგავსი ფოტოსესიებითაა განთქმული.

ჰიუსტონ! ყავა! – ანუ ის, რაც აქამდე არავინ იცოდა ნილ არმსტრონგის წარმატებაზე

რეზო ჩარკვიანი – #პირველისამსახური