in

“ჯონი უოლქერი შენთან სახლში” – Johnnie Walker-ის კამპანია თბილისში

შოტლანდიური ვისკი Johnnie Walker თბილისში, ოჯახებში „მოგზაურობს“. კამპანიაში მონაწილეობა Facebook-ის აპლიკაციის მეშვეობით ხდება.

Black osnovnoy

ნებისმიერი სრულწლოვან მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს Johnnie Walker-ის სოციალურ ოფიციალურ გვერდზე და ვიზიტის სასურველი თარიღი მიუთითოს. კამპანია „ჯონი უოლქერი შენთან სახლში“ ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

სალომე მოსიძე (Johnnie Walker ბრენდ-მენეჯერი საქართველოში): რამდენიმე თვეა თბილისში ვისკი Johnnie Walker-ის მენტორი გამოჩნდა. ცნობილი შოტლანდიური ბრენდის ადგილობრივი წარმომადგენელი მიდის სახლში მოქალაქეებთან, უტარებს პროფესიონალურ ტრეინინგ-დეგუსტაციას, უმასპინძლდება პრემიალური შოტლანდიური ვისკით Johnnie Walker Black/Red Label, აწვდის ინფორმაციას ვისკის დამზადებისა და მოხმარების შესახებ, აცნობს Johnnie Walker-ის ბრენდის ისტორიას, და რაც მთავარია, სესიის მონაწილეებს საბოლოოდ სერტიფიკატებითაც აჯილდოებს.

რა არის ამ კამპანიის მიზანი?

კამპანია – „ჯონი უოლქერი შენთან სახლში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. თბილისში ამ აქტივობის ეფექტურობა მომხმარებლის აქტიურ ჩართულობასა და მათი რაოდენობის სწრაფ ზრდაზე დასაწყისშივე აისახა. გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე Johnnie Walker-ის მენტორი თბილისში უკვე 200-მდე ოჯახს ესტუმრა. მოხდა პირდაპირი კომუნიკაცია 2100 მომხმარებელთან, რომელმაც პირადად მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის შოტლანდიური ვისკის Johnnie Walker N1 ბრენდი მსოფლიოში.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

აღნიშნული კამპანიის გარდა, ქართულ ბაზარზე Johnnie Walker კიდევ მრავალ საინტერესო აქტივობას გეგმავს. ძირითადი მიმართულება ამ ზაფხულს აქტუალური კოქტეილის პოპულარიზაცია იქნება. Johnnie Ginger შოტლანდიური ვისკისგან დამზადებული კოქტეილია, რომელსაც ქართველი მომხმარებელი სულ მალე გაიცნობს.

გერმანელი მხატვრის კრისტოფერ მალტსის გამოფენა-მასტერკლასი თბილისში

კაცი, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის