30
May
2019

Johnnie Walker, ტურისტებისთვის, ვიზიტორთა ცენტრს ხსნის

30 May 2019

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, ტურისებისთვის, Johnnie Walker-ის ვიზიტორთა ცენტრი იხსნება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, Diageo [ვისკის ბრენდის მფლობელი კომპანია], ამ პროექტში, £150 მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს. ცენტრში 160 ადამიანი იმუშავებს.

 

ვიზიტორთა ცენტრის ფოტო ედინბურგში (photo by Diageo)

ცენტრი ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, ვისკის დაყენებისა და ზოგადად, დისტილერიის მუშაობის პროცესი,  დედაქალაქის ცენტრში ნახონ და ამისთვის, შოტლანდიის რომელიმე რეგიონში წასვლა არ მოუწიოთ. მაგრამ ტურისტებმა თავი მხოლოდ ედინბურგში რომ არ მოიყარონ, მედიის ინფორმაციით, Diageo ასეთი ცენტრების  სხვა ქალაქებშიც გახსნის.

კომპანია, ვიზიტორთა ცენტრში საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. აქვე იქნება ინტეგრირებული Diageo-ს სასწავლო პროგრამა – ტრენინგები და მასტერკლასები მომსახურების სფეროში, რომელიც შემდეგ კურსდამთავრებულების დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

 

განხილვა