in

Johnnie Walker-მა ლოგოს Squid Game-ის კოსტიუმი ჩააცვა

Johnnie Walker-მა Squid Game-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა და მომხმარებლებს შეზღუდული გამოშვების საკულტო Black Label შესთავაზა. თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ ეს ამბავი სერიალის მეორე სეზონის გამოშვებას ემთხვევა, რომელსაც მაყურებელი 26 დეკემბერს იხილავს. 

BOG
BOG

ამგვარად, სამხრეთ კორეის დისტოპიური თრეილერის გულშემატკივრებს ახლა ბოთლებით თავიანთი მოთამაშეების არჩევა შეუძლიათ, რომლებიც 001-დან 456-მდეა დანომრილი — ეს, რაღა თქმა უნდა, იმ ფაქტს ეხმიანება, რომ სიცოცხლისთვის სერიალში 456 ადამიანი იბრძოდა… 

თითოეულ ბოთლზე Johnnie Walker Striding Man-ის ლოგოა გამოსახული, თუმცა ამჯერად იგი Squid Game-ის მწვანე კოსტიუმშია გამოწყობილი. 

ეტიკეტის სტრუქტურაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ციფრულ და ტრადიციულ ბეჭდვის ტექნიკებს აერთიანებს.

ამ ბოთლების გარდა, The 456-ის კოქტეილსაც გვთავაზობენ, რომელიც კორეელ-ამერიკელმა ბარმენმა ჯინ ჩუმ შექმნა — Johnnie Walker Black Label-ს Bori-Cha-ს ტრადიციული კორეული ჩაი და ლიმონი დაუმატა.

Squid Game-ის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან შოუს გამოსვლას. მათთვის რაღაც განსაკუთრებული და მოულოდნელი რომ მიგვეცა, Johnnie Walker-თან კოლაბორაციით საკულტო Striding Man-ს მწვანე კოსტიუმი ჩავაცვით. პარტნიორობის ფარგლებში სერიები ეკრანებიდან თაროებსა და ქუჩებში გადავიტანეთ, — აცხადებს მაგნო ჰერანი, Netflix-იდან.

 

„ბლეიზი“ – როგორ გარდაიქმნა „ორიენტ ლოჯიკის“ IT გუნდი დამოუკიდებელ კომპანიად

„ტექნოლოგია ჯადოქრობაა” – Siri-ს თანადამფუძნებლის, ადამ ჩეიერის რეკომენდაცია