in

ნახეთ: ჯონი დეპის ტარო, რომელიც მსახიობის ცხოვრებითაა შთაგონებული

ჯონი დეპი ამჯერად მხატვრობაში ცდის ბედს და თავის ახალ კოლექციას აქვეყნებს — ეს არის ტაროს კარტის მისეული ვერსია. დეპის წინა კოლექციების, მათ შორის Friends & Heroes-ის წარმატების შემდეგ, მსახიობმა ახალი მხატვრული მიმართულება დაიწყო. ის ეყრდნობა ტაროს ბარათების უძველეს სიმბოლიკას, თემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხიბლავდა და მთავარი არკანების — შეყვარებულები, იმპერატორი ქალი, იმპერატორი, სიძლიერე — თავისებურ ვარიაციებს გვთავაზობს. თითოეულ ნამუშევარში კი პირად ნარატივებსა და სიმბოლოებს აერთიანებს.

BOG
BOG

კოლექცია დეპის ცხოვრებისეული გამოცდილების ვიზუალური ასახვაა. მაგალითად, „შეყვარებულები“ გვაგონებს მსახიობის სასიყვარულო ისტორიებს, ხოლო „იმპერატორი“ შთაგონებულია დეპის შესრულებული როლებით. „იმპერატორი ქალი“ კი დეპის შვილების დედას, ვანესა პარადის ეძღვნება და გამოსახულება ასახავს მის მნიშვნელობას მსახიობის ცხოვრებაში.

დეპი დამთვალიერებლებს მოუწოდებს, დაიწყონ საკუთარი ინტერპრეტაციული მოგზაურობა. თითოეული ნამუშევარი, შესაძლოა, ცალკე ავთენტური და თვითმყოფადი იყოს, მაგრამ, ამასთანავე, უფრო დიდი ნარატივის ნაწილადაც განიხილებოდეს, რაც მოიცავს მხატვრის ცხოვრებას და პერსონაჟებს, რომლებიც გააცოცხლა ეკრანზე.

Samsung-მა პარიზის ოლიმპიადისთვის ახალი AI ხელსაწყო გამოუშვა

Skullcandy – ექსტრემალური სპორტისა და მუსიკის სიყვარულით შექმნილი ბრენდი