საოცრებებით სავსე ისეთ განსაკუთრებულ ადგილას, როგორიც დისნეილენდია, კაპიტან ჯეკ ბეღურას მსგავსი ანიმატორი აღარავის უკვირს. თუმცა, ის, რაც გასულ კვირას ერთ ჩვეულებრივ დღეს მოხდა, ყველა დათვალიერებლისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული აღმოჩნდა. დისნეილენდში მომხმარებლებმა არა თვითმარქვია, არამედ ნამდვილი და ყველასთვის საყვარელი ჯონი დეპი იხილეს. მღვიმეში, სადაც დამთვალიერებლები წყალში ნავებით გადაადგილდებიან და იმ საოცარ დეკორაციებს ათვალიერებენ, რაც “კარიბის ზღვის მეკობრეებში” აქვთ ნანახი, მოულოდნელად ჯონი გამოჩნდა და საოცრად გახარებული ადამიანები, კიდევ ერთხელ მოაჯადოვა ჯეკ ბეღურასთვის დამახასიათებელი სახალისო მანერებით. ეს არაჩვეულებრივი აქტივობა დისნეილენდმა სპეციალურად ფილმის ახალი ნაწილის Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales-ისთვის განახორციელა, რომელსაც ეკრანებზე 26 მაისიდან ვიხილავთ.












