Johnson & Johnson-ის ნაცნობ ლოგოს, რომელიც 1887 წელს შეიქმნა, ერთ დროს კომპანია „მსოფლიოში ყველაზე პოპულარულს“ უწოდებდა. ახლა კი კომპანია ორად გაიყო, რასაც ვიზუალური იდენტობის ცვლილებაც მოჰყვა: პირველი, J&J-ის სახელწოდებას ინარჩუნებს და ფარმაცევტულ, სამედიცინო ინდუსტრიაზე იქნება ფოკუსირებული; ხოლო მეორეა სამომხმარებლო პროდუქტებისთვის განკუთვნილი, სახელწოდებით Kenvue.
ამჯერად Johnson & Johnson-ის ახალ ლოგოზე ვისაუბრებთ, რომელიც თავის ტრადიციებთან და მემკვიდრეობასთან ინარჩუნებს კავშირს — უბრალოდ, თანამედროვე შრიფტითა და მეტად კაშკაშა წითელი ფერით გამოირჩევა. როგორც თავად ამბობენ, ამგვარი იდენტობით ჯანდაცვის ინოვაციების მარტივად დემონსტრაცია სურთ — ცვლილება დროთა განმავლობაში. წითელი ფერით კი სიმბოლურად მიანიშნებენ უნარზე, სწრაფი რეაგირება გამოავლინონ ჯანდაცვის გამოწვევების საპასუხოდ.
„გლობალურად უფრო ცნობადი, სიმბოლო საუბრობს ბრენდის ღია და ურთიერთდაკავშირებულ ბუნებაზე და მის ინსტინქტზე, ხელი შეუწყოს კავშირებს მზრუნველი, ადამიანური შეხებით“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.
ლოგოს მიღმა, Johnson & Johnson-ის ახალი იდენტობა ვრცელდება მის ხელოვნების მიმართულებაზე. ილუსტრაციების, ფოტოგრაფიისა და სხვათა მეშვეობით კომპანია ცდილობს ენერგიის, ოპტიმიზმისა და ინკლუზიურობის გაღვივებას. ეს გამორჩეული მიდგომა ჯანდაცვის ბრენდინგში ასახავს ერთგულებას უფრო ნათელი, უფრო იმედიანი მომავლის მიმართ.