in

ოჯახური ბიზნესი, რომელიც მულტიბრენდულ, უდიდეს კომპანიად იქცა

შეიძლება ითქვას, Johnson & Johnson მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მრავალეროვნული კორპორაციაა. ის უკვე 130 წელზე მეტია, მუშაობს და დასაქმებული ჰყავს 130 000-ზე მეტი ადამიანი 60 ქვეყნის ბაზარზე. მას რამდენიმე საწარმოო ხაზი აქვს, თუმცა მომხმარებლები მას ყველაზე ფართოდ თავის მოვლისა და ესთეტიკის მიმართულებით იცნობენ. მას აქვს საკულტო ქვებრენდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია ცნობილი. 

istoriebi
istoriebi

მაგრამ როგორ გახდა ეს კომპანია კორპორაციული გიგანტი? ტრადიციულად, ჩვენს რუბრიკაში მოგიყვებით.

სამი ძმა ერთ ბიზნესში

Johnson & Johnson დაარსდა სამი ძმის, რობერტის, ედვარდისა და ჯეიმს ჯონსონების მიერ. ისინი პროფესიით ფარმაცევტები იყვნენ. კომპანია 1886 წელს ნიუ ბრუნსვიკში, ნიუ ჯერსიში დაფუძნდა. ძმები თავდაპირველ ყურადღებას ჭრილობების მოვლის საშუალებების წარმოებაზე ამახვილებდნენ, როგორებიცაა სახვევები. მათ ასევე ჰქონდათ საბავშვო ხაზიც, რომელზეც გამოსახული იყო რობერტის შვილიშვილი, მერი ლეა ჯონსონ რიჩარდსი. ეს იყო პირველი ბავშვი, ვინც ბრენდის სახე გახდა.

გარდა ამისა, პროდუქციაზე დატანილი იყო ჯეიმს ჯონსონის ხელმოწერა, რომელიც წლების მერეც არ შეცვლილა და ბრენდის დღევანდელი ლოგოს მსგავსია. 

სამედიცინო დამხმარე

1888 წლისთვის, კომპანიის დაარსებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ძმებმა გამოსცეს სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია ჭრილობების მკურნალობა და მოცემულია სრული პირველადი დახმარების ნაკრები. 

Johnson & Johnson ესპანეთ-ამერიკის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სამედიცინო ატრიბუტით უზრუნველყოფდა. ისინი ასევე ყიდდნენ მშობიარობისთვის საჭირო ჰიგიენასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პროდუქტებს, რაც სახლში მშობიარობას უფრო უსაფრთხოსა და ჰიგიენურს ხდიდა. ამასთან, ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შესთავაზა საზოგადოებას ოჯახის დაგეგმვის პროდუქტები, მათ შორის სპერმიციდური ჟელე, Ortho Gynol და სპეციალური პუდრი ჩვილებისთვის. 

აღნიშნული პროდუქციის წარმატების შემდეგ, კომპანიის დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მსგავსი სიახლეების შეთავაზება მათი წარმატების საწინდარი ხდებოდა, ამიტომ ქალთა ჯანმრთელობაც არ დატოვეს უყურადღებოდ. მათ დაიწყეს ქალის ჰიგიენის საშუალებების წარმოება, რის გამოც ჯონსონების სახელი კიდევ უფრო შორს გავარდა.

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ტრადიცია

განსაკუთრებული წვლილი ჯონსონსის ფირმას იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის მიუძღვის, რომელიც მან თავის თავს 1900 წლიდანვე დააკისრა. იმ დროს ტექსასში ძლიერი ქარიშხლის შედეგად მრავალი ადამიანი დაზიანდა და საწარმომ გადაწყვიტა, მათ სამედიცინო და სანიტარული პროდუქტით დახმარებოდა. ამის შემდეგ ეს ბრენდის ტრადიციად იქცა და ჯონსონები ხშირად ეხმარებოდნენ სხვადასხვა სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ადამიანებს.

გაფართოება

1930-იანი წლები კომპანიისთვის გაფართოების პერიოდად იქცა. ბრენდი გავიდა როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე მექსიკის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ბაზრებზე. ამ პერიოდში მას ხელმძღვანელიც შეეცვალა, პოზიცია როერტ ჯონსონის ვაჟმა დაიკავა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ქსელი და ბრაზილიასა და არგენტინაში შეიყვანა. სწორედ რობერტ უმცროსი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა დაწერა ბრენდის ფილოსოფიური კონცეფციაც. 1943 წელს დაწერილი ეს ტექსტი დღემდე Johnson & Johnson-ის მთავარ კონცეპტად რჩება. 

შამპუნი „ცრემლების გარეშე”

მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონსს უამრავი პროდუქტი აქვს, ის ყველასთვის მაინც იმ შამპუნთან ასოცირდება, რომელიც დაბანისას თვალებს არ წვავს. ბრენდის ღირებულება ისაა, რომ ის ყოველთვის სწორ ინსაითებს პოულობდა და ამას მხოლოდ კამპანიებში კი არა, არამედ უშუალოდ პროდუქტში იყენებდა. 

1954 წელს საწარმოში შეიმუშავეს ფორმულა, რომლის მიხედვითაც ახალ შამპუნებს არ უნდა დაეწვა მომხმარებლისთვის თვალები. შესაბამისად, ეს იქნებოდა შამპუნი ცრემლების გარეშე ბანაობისთვის.

Johnson & Johnson დღეს

დღესდღეობით Johnson & Johnson სამ ძირითად ხაზს აერთიანებს: სილამაზის, რომელიც, თავის მხრივ, ქვემიმართულებებად იყოფა: კანის მოვლა, სახის მოვლა და სხვა. მეორე ხაზი არის სამედიცინო, რომელშიც შედის ორთოპედია, ოფთალმოლოგია და სხვა. მესამე კი ფარმაცევტული პროდუქტების ხაზია, რომელიც მრავალ ქვემიმართულებას მოიცავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოვიდ-19-ის დროს ბრენდი არ ჩამორჩა მოვლენებს და ვაქცინაც გამოუშვა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მოთხოვნად ვაქცინებს შორის იყო. 

დღეს ბრენდი ერთ-ერთი გამორჩეულია აქტივების რაოდენობით და მისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში იყიდება, მათ შორის საქართველოშიც.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ავტო იმპორტ ჯორჯია“ და თიბისი ლიზინგი დამეგობრდნენ

Head & Shoulders-ის ახალი რეკლამა ბულინგის წინააღმდეგ