მსოფლიო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ამ კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson-ს საყოფაცხოვრებო და მედიკამენტური პროდუქტების ინდუსტრიაში მყარად აქვს გადგმული ფესვები. კომპანიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს და სანამ თქვენ გემრიელ ფინჯან ყავას შეექცევით, სწორედ მასზე გვინდა გიამბოთ.
Johnson & Johnson-ის ისტორია 1886 წლიდან იწყება. კომპანიის ჩამოყალიბება სამ ძმას, რობერტს, ჯეიმს და ედვარდ ვუდ ჯონსონებს უკავშირდება. კომპანია აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუ-ბრუნსვიკში დააფუძნეს. მათ სურდათ შეექმნათ ქირურგიული სახვევების ხაზი, რომელიც ბაზარზე ანტისეპტიკური საშუალებების საჭიროებამ შთააგონათ. კომპანიას რობერტი ჩაუდგა სათავეში, რომელიც სანიტარული გამოცდილების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობდა.
Johnson & Johnson იყო პირველი კომპანია, ვინც პირველადი დახმარების ნაკრები ბიზნესპროდუქტად აქცია. პროდუქტი, თავდაპირველად, რკინიგზის მუშაკების დასახმარებლად შემუშავდა, თუმცა მალე იქცა დაზიანებების სამკურნალო პრაქტიკად. 1894 წელს, ახალშობილთა დედებისთვის შეიქმნა კომპლექტი, რომლის მიზანიც უსაფრთხო მშობიარობის ხელშეწყობა იყო. ბრენდმა თავისი წარმოების საბავშვო ფხვნილი, რომლის ეტიკეტზეც რობერტ ვუდის შვილიშვილი გამოსახეს. ამას გარდა, ბრენდმა ქალებისთვის სანიტარული დაცვის საშუალებები გამოუშვა.
რობერტ ვუდი 1910 წელს გარდაიცვალა, მისი ადგილი ჯეიმს ვუდმა დაიკავა, სანამ რობერტის ვაჟი შეძლებდა კომპანიის მართვას. Johnson & Johnson-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა Ethicon, რომელიც არის ქირურგიული ნაკერების და ჭრილობების დახურვის მოწყობილობების მწარმოებელი.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი ნაკერებისა და ჭრილობების მოვლის საშუალებები აღმოჩნდა, რომელსაც ბრენდი Ethicon-ის სახელით უშვებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, Ethicon-ის საბაზრო წილი ქირურგიული ნაკერების წარმოებაში გაიზარდა 15%-დან 70%-მდე მთელ მსოფლიოში.
საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, Johnson & Johnson-მა უამრავი საჭირო პროდუქტის შექმნით გაითქვა სახელი. კომპანია დღესაც შთამბეჭდავად აგრძელებს გზას. პანდემიის მწვავე პერიოდში, Johnson & Johnson ერთ-ერთი მოწინავე კომპანია იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ვირუსის გასაუვნებელყოფად და ვაქცინის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.