in ,

Johnsonville-ს გემრიელი ხორცის კერძების მსურველებმა სერიოზული რბოლა მოაწყვეს

მაგისტრალზე სერიოზული რბოლაა: სატვირთო და ჩვეულებრივი ავტომობილები, მოტოციკლეტები და ბებოები სკუტერებზე, ნაყინის დამტარებელი მანქანა და ჟურნალისტები პირდაპირი ჩართვებით. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი ხორცის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Johnsonville–ია.

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ნამდვილი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმის კადრს ჰგავს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გზაზე მთელი ამ არეულობის მიზეზი Johnsonville–ის ავტომობილ–გრილია. ბოლოსდაბოლოს, გაკვირვებული მძღოლი ხვდება, ამდენი ხალხი გემრიელად შემწვარ ხორცს რომ მოსდევს, ამიტომ აჩერებს მანქანას და ყველას უმასპინძლდება Johnsonville–ის უგემრიელესი პროდუქციით.

 

 

Johnsonville-მა ეს ვიდეორგოლი თავისი ახალი ავტომობილ-გრილისთვის გადაიღო. მანქანაზე ყოველგვარი ზედმეტი გასაშლელ-ასაწყობი დანადგარების გარეშეa შესაძლებელია ხორცის შეწვა და გემრიელად მომზადება.

Zona Sul-ის სუპერმარკეტი, სადაც ბოსტნეულის დაკრეფა ადგილზე შეგიძლიათ

Le Cube-მ აირტონ სენას ლეგენდარულ გამარჯვებას ანიმაციური ვიდეორგოლი მიუძღვნა