ნებისმიერი ოცნების ასრულება, თუ დასახული მიზნის მიღწევა შესაბამისი მხარდაჭერით გაცილებით უფრო მარტივია ხოლმე, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, ყველა პატარას არ აქვს შესაბამისი პირობა, რომ მიზნებს მარტივად მიაღწიოს. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა Children’s Wish Foundation-ი, რომელმაც თავისი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით ერთი კონკრეტული ბავშვის მაგალითზე დაგვანახა, რამდენს ნიშნავს ყურადღება და საზოგადოების მხარდაჭერა.