სამწუხაროდ, ისეთი დაავადებები, როგორიცაა დემენცია, ძაღლებსაც უვითარდებათ. უბრალოდ, ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების განკურნებას უშლის ხელს…
ამიტომაც, ბრიტანეთში სპეციალური თამაში შექმნეს, რომელიც დემენციის გავრცელებასა და განვითარებას უშლის ხელს — საუბარია ძაღლების გართობაზე ორიენტირებულ ვიდეოთამაშზე. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ვიდეო თამაშები აუმჯობესებს ადამიანის შემეცნებასა და მეხსიერებას და ხშირად რეკლამირებულია, როგორც უნარ-ჩვევა, რომელიც პრობლემების უფრო სწრაფად გადაჭრაში გვეხმარება.
Joipaw ამ თეორიას ძაღლების ინტერაქციული თამაშით ამტკიცებს. მოწყობილობა პატარა ეკრანია, რომელიც სადგამზე მონტაჟდება. ის ისეთ ვიდეოთამაშს სთავაზობს ძაღლებს, როგორიცაა Whack-A-Mole. უბრალოდ, ოთხფეხა მეგობრები, ჩაქუჩის ნაცვლად, თავიანთ ცხვირს იყენებენ.