მას შემდეგ, რაც ჰოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლი იდეალურად მოირგო და ოსკარიც დამსახურებულად მიიღო, კინო კრიტიკოსები უკვე მომდევნო ჯილდოსაც უწინასწარმეტყველებენ… ორიოდ დღის წინ Joker: Folie à Deux-ის თრეილერი დაიდო — აქ ჯოკერი კვლავ კრიმინალად ქცეული კომიკოსია, რომელსაც ციხეში ლედი გაგას პერსონაჟი, ჰარლინ ქუინცელი უყვარდება — იგივე, ჰარლი ქუინი.
ალბათ, თაყვანისმცემლებს განსაკუთრებით მოეწონათ წვიმის კადრი, სადაც ჰოაკინ ფენიქსი ციხის ეზოში თავსხმა წვიმაში დგას და ისტერიკულად იცინის… და როგორც ჩანს, ჯოკერი ჰარლი ქუინის კუმირადაა ქცეული: „მე არავინ ვარ. არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში ისე, როგორც შენ“ — ეუბნება ჯოკერს. საბოლოოდ, მათი ტანდემი იკვრება, ციხიდან გაქცევასაც ახერხებენ… მთლიანობაში, მთელი ფილმის განუყოფელი ნაწილია მათი ცეკვა და ფანტასტიკური მუსიკალური ნომრები, რაც დამატებით ხიბლს მატებს სიუჟეტს.