4
Apr
2019

ჯოკერი ბრუნდება!

4 Apr 2019

ფსიქოლოგიური ტრილერი „ჯოკერი“ 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოვა. ამჯერად, საკულტო პერსონაჟს, ამერიკელი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი განასახიერებს. ფილმში, ერთ-ერთ მთავარ როლს რობერტ დენირო თამაშობს.


ფილმს სტუდია Warner Bros. Pictures იღებს, რეჟისორი კი ტოდ ფილიპსია.

ჯოკერის პერსონაჟი, უფრო ადრე, ავსტრალიელმა მსახიობმა, ჰიტ ლეჯერმა​განასახიერა ფილმში “The Dark Knight“, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 2016 წელს კი, ეს როლი ამერიკელმა მსახიობმა ჯარეტ ლეტომ შეასრულა (“Suicide Squad“).

განხილვა