დრაკონების დედამ და ჩრდილოეთის მეფემ დაძაბული, ამავდროულად, საოცრად ემოციური 7 სეზონის ფინალური სერიის შემდეგ, მოდური როლები მოირგეს. ლამაზი და ენერგიული სანახაობის ავტორი ამჯერად არც მეტი არც ნაკლები Dolce & Gabbana-ა. მოდის სახლმა ორი, ბოლო დროის ძალიან პოპულარული მსახიობი ემილია კლარკი და კიტ ჰარინგტონი თავისი სუნამო The One-ის რეკლამირებისთვის შეარჩია. იტალიის ქუჩებში, ტრადიციული მუსიკის თანხლებით და მოცეკვავე ხალხის გარემოცვაში მოსეირნე ჯონ სნოუ და დეინერისი ნამდვილად არაჩვეულებრივი სანახაობაა.
https://www.youtube.com/watch?v=Ebpjydeo3D4
https://www.youtube.com/watch?v=ZKqRjSeSeBY