28
Jun
2019

Apple-ს მთავარი დიზაინერი ჯონი აივი კომპანიას ტოვებს

28 Jun 2019

სულ ახლახან გაირკვა, რომ Apple-ის მთავარი დიზაინერი, ჯონი აივი, რომელიც ამ პოზიციაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, კომპანიას ტოვებს. როგორც აღმოჩნდა, მან კომპანიის დატოვება იმიტომ განიზრახა, რომ კრეატიული სააგენტო LoveFrom შექმნას. მან Financial Times-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მისი პირველი კლიენტი, რა თქმა უნდა, Apple იქნება. სააგენტოზე მუშაობას ჯონი აივი ამ წლის ბოლოდან დაიწყებს და LoveFrom ოფიციალურად 2020 წლისთვის შეიქმნება.

 

და იცით, Apple-ს მთავარი დიზაინერის წასვლა რამდენი დაუჯდა? 9 მილიარდი. დიახ, კომპანიის საბაზრო აქციების ფასი ზუსტად ამდენით დაეცა ჯონი აივის მიერ პოზიციის დატოვების შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ჯონი Apple-ში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და მისი დიზაინითაა შექმნილი ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: iPod, iPhone, iMac, Apple Store და ა.შ უნდა ითქვას ისიც, რომ მან მას მერე, რაც 2011 წელს სტივ ჯობსი გარდაიცვალა, კიდევ უფრო დიდი როლი დაიკავა კომპანიაში. თუმცა, როგორც ახლა აცხადებს, ეს მომენტი ცვლილებებისთვის საკმაოდ შესაფერისია. ერთი შეხედვით, შესაძლოა, კომპანიისთვის მისი წასვლა შეიძლება, დიდი დარტყმა იყოს, თუმცა, მისივე განცხადებით უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი სააგენტოთი იგი Apple-ს მნიშვნელოვნად ამოუდგება მხარში.

განხილვა