in ,

32 წლის შემდეგ, Apple-ის მთავარი დიზაინერი კომპანიას ტოვებს – ნახეთ ჯონი აივის 15 საკულტო ნამუშევარი

Apple-ს მთავარმა დიზაინერმა (chief design officer) ჯონი აივიმ კომპანიის დატოვების შესახებ განაცხადა. ის Apple-ს – ადგილს, სადაც 32 წლის განმავლობაში მუშაობდა 2019 წლის განმავლობაში დატოვებს და შექმნის საკუთარ კომპანიას, რომლის კლიენტიც, სავარაუდოდ, Apple-იც იქნება. 32 წლიანი მუშაობის განმავლობაში, აივმა შექმნა კომპანიის მიერ წარმოებული, ყველაზე დასამახსოვრებელი მოწყობილობების დიზაინი. მათ შორისაა iPhone-ის (2007 წლიდან 2018 წლამდე) და iMac-ის დიზაინები. გარდა ინდუსტრიული დიზაინისა, მის ხედვას ეკუთვნის iOS 7-ისა და Apple Park-ის ვიზუალიც.

ჯონი აივის ფოკუსი მინიმალიზმსა და სიმარტივეზე იყო, რაც Apple-ის დიზაინშიც ხშირად აისახებოდა. აივი იყო კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, 1997 წლიდან, სტივ ჯობსთან ერთად. ის 2020 წლისთვის, კრეატიული სააგენტო LoveFrom-ის შექმნას გეგმავს. სანამ მისი ახალი კომპანიის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ, შეგვიძლია დავათვალიეროთ ის საკულტო დიზაინები, რომლებიც მან 1998 წლიდან დღემდე შექმნა. ასე, შეგვიძლია გადავხედოთ ტენოლოგიური გიგანტის – Apple-ის განვითარების ისტორიასაც და არამხოლოდ, კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების ისტორიის ნაწილსაც. მაშ ასე, ჯონი აივის მიერ შექმნილი საკულტო დიზაინები:

iMac G3 (1998)

iBook G3 (1999)

G4 Cube computer (2000)

G4 Cube speakers (2000)

Apple iSub speakers (2000)

iBook G4 (2000)

iPod (2001)

iMac G4 computer (2001)

iMac G5 (2004)

iPod Mini (2004)

ყველა iPhone (2007-დან 2018-მდე)

iPad (2010)

iOS 7 (2013)

Apple Watch (2014)

Apple Park (2017) – კომპანიის ახალი კამპუსი

რეზი ყენიას ნამუშევარი რედ ბულის ფოტოგრაფიის აკადემიამ კვირის ფოტოდ დაასახელა

“დღეს არის ვოლვოს ერა!” – როგორ ჩაიარა Volvo Cars-ის წარმომადგენლობის გახსნამ თბილისში