მას შემდეგ, რაც მაიკლ ჯორდანმა პირველად მოირგო ნაიკის ახლა უკვე ცნობილი სპორტული ფეხსაცმელი, 40 წელი გავიდა. სწორედ ამ ამბის აღსანიშნავად Hard Knock Life-ის მელოდიის ფონზე ორწუთნახევრიან მოკლემეტრაჟიან ფილმს გვთავაზობენ, კალათბურთის მოედანს ბროდვეის გადასაღებ მოედნად აქცევენ და შავ-თეთრიდან სრულიად ფერადი სამყაროსკენ აბიჯებენ.
აქ NBA-სა და WNBA-ს ვარსკვლავებს შეხვდებით, რომელთა შორისაც Bam Adebayo, Trae Young, Chris Paul, Paolo Banchero, Jayson Tatum, Luka Doncic, Napheesa Collier, Dominique Malonga, Gabby Williams, Jared McCain და Kiki Rice არიან. კამპანიას თან ახლავს Air Jordan 40-ის ბოტასებიც, რომელიც სწორედ 40-წლიანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული.
აღსანიშნავია, რომ Wieden+Kennedy-იმ ნაიკთან მუშაობა Air Jordan-ის ხაზზე ჯერ კიდევ 1982 წლის პირველ აპრილს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა სააგენტო დაარსდა. ამგვარად, ნაიკი პირველი დამკვეთი გახლდათ, ამიტომ არც ორმოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანიაა შემთხვევითი.













