in ,

Young Lions Georgia 2024-ის დაჯილდოებაზე იორგ რიომი ჩამოდის!

უკვე ცხრა წელია, რაც საქართველოში კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის ადგილობრივი ტარდება. გამარჯვებული გუნდები შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან და საქართველოს სახელით იბრძვიან პირველობის მოსაპოვებლად. წლევანდელი ახალგაზრდა ლომების კონკურსი კატეგორიების სიმრავლით გამოირჩევა – პირველად, ადგილობრივი შეჯიბრი 6 კატეგორიაში ჩატარდება, შესაბამისად, 6 გუნდი გაემგზავრება კანის კრეატიულ ფესტივალზე საასპარეზოდ. წელს, კონკურსზე 250-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დავალებები მიღებულია, გამარჯვებულები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. წელს, დაჯილდოების ცერემონიას TBC Inspirational Stage-ზე საერთაშორისო სპიკერები სტუმრობენ: Frankey, Odile Breffa და Jorg Riommi. ისინი კანის ახალგაზრდულ სცენაზე წარდგებიან ქართველი მონაწილეებისა და გულშემატკივრების წინაშე.

სანამ სპიკერებს დაჯილდოების სცენიდან იხილავთ, მათ ახლოდან გაგაცნობთ.

Jorg Riommi – იორგ რიომი Publicis Groupe-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) მთავარი კრეატიული დირექტორია. იტალიურ-გერმანული წარმოშობის კრეატიული ხელმძღვანელი ჯგუფში შემავალი სააგენტოების კრეატიულ შედეგებს ხელმძღვანელობს 14 ბაზარზე.

ის ასევე არის Publicis Groupe Romania-ის მთავარი კრეატიული დირექტორი და Publicis, Leo Burnett და Saatchi&Saatchi გლობალური პროდუქტის კომიტეტის (GPC) წევრი.

ამჟამინდელ პოზიციამდე, იორგ რიომი იყო Saatchi & Saatchi-ის გუნდის წევრი რომში, S. Juan Puerto Rico-ში, ბუქარესტში, ფრანკფურტსა და ბერლინში. ასევე, შეუერთდა რამდენიმე საერთაშორისო შემოქმედებით ქსელურ პროექტს მადრიდში, ამსტერდამში, პარიზში, კოპენჰაგენში, ჟენევაში, ბრიუსელში, მილანსა და ნიუ-იორკში.

ის ასევე იყო საერთაშორისო ჟიურის წევრი, მათ შორის ისეთ კონკურსებზე, როგორებიცაა Cannes Lions 2017, Dubai Lynx 2018, London International Awards 2019, One Show 2020, D&AD 2021 და თავმჯდომარეობდა ევროპისა და გლობალურ ჟიურის Andy’s 2022-ზე.

იორგის ნამუშევრებმა მოიპოვა 300-ზე მეტი ჯილდო, მათ შორის არაერთი გრან პრი და ოქრო ყველა გამორჩეულ სარეკლამო ფესტივალზე, როგორიცაა D&AD, Cannes Lions, One Show, Clio, LIA, Eurobest, Golden Drum, ADC. ის განსაკუთრებით ამაყობს D&AD-ზე მოპოვებული Black Pencil-ით.

ბოლო წლებში იორგი გახლდათ Burger King-ის ლეგენდარული Moldy Whopper-ის გლობალური კამპანიის გუნდის ნაწილი, რომელიც WARC-ის 2021 წლის რეიტინგში #1 ყველაზე დაჯილდოვებული სარეკლამო კამპანიის ადგილზე იყო. იორგი #7 ადგილს იკავებდა ყველაზე მეტად დაჯილდოებულ კრეატიულ დირექტორებს შორის მსოფლიოში, The Drum-ის 2021 წლის რეიტინგით. მას მიანიჭეს წლის კრეატიული დირექტორის წოდება, 2021 წლის Golden Drum Festival-ზე.

იორგ რიომი ხელმძღვანელობდა Publicis Romania-ს, რომელმაც წლის სააგენტოს ტიტული მოიპოვა Golden Drum 2016-ზე. ასევე, მისი ხელმძღვანელობით, Publicis Groupe-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გუნდის შემოქმედებამ დიდი აღიარება მოიპოვა წამყვან გლობალურ, რეგიონულ და ადგილობრივ შემოქმედებით კონკურსებზე, მათ შორის Cannes Lions, Golden Drum Festival (წლის სააგენტოს ქსელი 2021), Euro Effie და The Drum Ranking. ადგილობრივად, Publicis Groupe-ის სააგენტოები ასევე არიანმოწინავე ადგილზე კრეატიულობის მიხედვით რუმინეთში, უკრაინაში, სერბეთსა და ლატვიაში.

სულ ცოტა ხნის წინ, იორგი რიომიმ საკუთარი სააგენტო Ain’t დააფუძნა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უმიზნებს.

სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრიდან ახდენილ რეალობამდე

LEGO ვარსკვლავური ომების ახალ ნაკრებს უშვებს