in

ტეკილას ბრენდმა კრიტიკოსები UFC-ის მებრძოლს შეახვედრა

თუ გაინტერესებთ, რა მოუხერხოთ თქვენი ბრენდის კრიტიკოსებს, მაგალითი Jose Cuervo-სგან უნდა აიღოთ, რომელიც მათ მწვავე შეფასებებს საკმაოდ ოსტატური და სასაცილო ხერხით დაუპირისპირდა. Proximo Spirits-ის ტეკილას ყველაზე გაყიდვადმა ბრენდმა და Ultimate Fighting Championship-ის (UFC) ოფიციალურმა სპონსორმა სახალისო კამპანია UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონ ტომ ასპინალთან ერთად შემოგვთავაზა.

BOG

ამბავი ასეთია — კამპანიაში Cuervo-ს კრიტიკოსებს იწვევენ, რათა თავიანთი რეცეპტორები ბრმა ტესტში გამოცადონ. აქ გვაცნობენ ბენს, ბრაიანსა და ჯექსონს, რომელთა მისიაც ტეკილას იდეტიფიცირებაა გემოდ, რომელსაც მანამდე like barbecue sauce mixed with gasoline-ს და bad – like assუწოდეს… ხოლო, დაიმსახურებს თუ არა ახლაც ამ სიტყვებს Cuervo, ეს თავად ნახეთ:

თავხედური და არარელევანტური, მოულოდნელი და ავთენტური, მე ეს იდეა პირველი წაკითხვისთანავე მომეწონა. Cuervo-ზე ცუდის მთქმელთა ლას-ვეგასში ჩამოყვანა და მათი დაპირისპირება მთის კაც ტომ ასპინელთან გენიალურია. ამის გადაღება კი UFC Apex-ის ოქტაგონში საოცრება იყო… მე ვაღმერთებ მსგავს ცოცხალ და სპონტანურ სცენებს, — აცხადებს სემ კედმენი, რეჟისორი. 

კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Mekanism-მა იმუშავა.

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერი აშენდება

შაბლონები, რომლებიც სოციალური მედიის კალენდრის აწყობას გაგიადვილებთ