in

თბილისში ნორვეგიული საღებავების პრემიუმბრენდის, Jotun-ის მაღაზია გაიხსნა

თბილისში ნორვეგიული საღებავების პრემიუმბრენდის – Jotun-ის (იოტუნი) პირველი ბრენდული მაღაზია გაიხსნა. მაღაზია ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია „ბიესმა“ (Building Solutions) გახსნა.

Jotun-ის მაღაზია წერეთლის #113-ში მდებარეობს და მომხმარებელს პრემიუმხარისხის დახვეწილ და ელეგანტურ ფერთა ფართო პალიტრას სთავაზობს.

ადგილზე მისულ მომხმარებლებს კონსულტაციას ტრენდული კატალოგების დახმარებით დიზაინერ-კონსულტანტები გაუწევენ, რაც მათ ინტერიერისთვის  სასურველი ფერის შერჩევას გაუადვილებს.

ნორვეგიული საღებავების ბრენდი Jotun მსოფლიო ბაზარზე 1926 წლიდან პოზიციონირებს, როგორც ინდუსტრიის ნოვატორი და ლიდერი კომპანია. Jotun ქმნის ტრადიციებისა და ინოვაციების იდეალურ ბალანსს, ხოლო სრულყოფილებისადმი ერთგულება ყოველი საღებავის ქილაშია გამოხატული.

სამშენებლო მასალების კომპანია „ბიესი“, Jotun-ის საღებავებს წლებია სამრეწველო და ინდუსტრიული სფეროს სეგმენტს სთავაზობს. ბრენდული მაღაზიის გახსნა და საცალო გაყიდვების ეტაპზე გადასვლა კი კომპანიამ მომხმარებლების მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა საღებავებზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყვიტა.

„ბიესში“ აცხადებენ, რომ Jotun-ის ბრენდული მაღაზიის გახსნა უახლოეს მომავალში ბათუმში, წლის ბოლომდე კი თბილისის კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე იგეგმება.

Jotun საღებავების როგორც ინდუსტრიულ ასევე დეკორატიულ ხაზს აერთიანებს. დეკორატიული მიმართულებით Jotun-ი ქმნის სხვადასხვა ტიპის ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავს, ტრენდული ფერების კომბინაციას, დახვეწილ დიზაინისა და იდეებს ყველა სტილისთვის.

Jotun-ის საღებავები გამორჩეულია არა მხოლოდ ხარისხითა და გამძლეობით, არამედ მისი უსაფრთხოებითა და ეკოლოგიურობით.  Jotun-ის ინდუსტრიული საღებავები უკვე 100 წელია მსოფლიო მასშტაბით სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას იცავს.

მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადი, ხანძარსაწინააღმდეგო საფარის საშუალებით, Jotun-ის საღებავები შენობის ლითონ კონსტრუქციას ხანძრის მიერ გამოწვეული დნობისგან და რღვევისგან 120 წუთის განმავლობაში იცავს, რაც კრიტიკული დროა ხანძრის ლოკალიზებისა და ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

„ბიესი” მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და ინოვაციურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს 2008 წლიდან სთავაზობს. „ბიესი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში.

[R]

როგორ აქცია მარკეტინგის გუნდმა AI თავისი ყოველდღიური მუშაობის ნაწილად

10 საინტერესო ფაქტი FORD-ის შესახებ, რომლებიც შეიძლება არც იცოდით